გიორგი გახარია - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება

გიორგი გახარია - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება

access_time2020-10-15 19:20:00

ეკონომიკური ვარდნა შემცირდა 16-დან 5,5%-მდე, გარდა ამისა, მცირედი, მაგრამ გაუმჯობესება გვაქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში და ასევე სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს ექსპორტში - 8%-ზე მეტი წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მაჩვენებლები საფუძველია იმისთვის, რომ სწრაფად აღდგეს და შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და ქვეყანას ჰქონდეს კონკურენტული უპირატესობა.


„ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა. მინიმალური ზიანი უნდა მიიღოს ეკონომიკამ. გარკვეული შედეგები მეორე ტალღის დაწყებამდე ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა შემცირდა 16-დან 5,5%-მდე. გარდა ამისა, მცირედი, მაგრამ გაუმჯობესება გვაქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში და ასევე სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს ექსპორტში - 8%-ზე მეტი წინა წლის სექტემბერთან შედარებით.



ეს ყველაფერია საფუძველი იმისთვის, რომ სწრაფად აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, გარდა ამისა, ქვეყანამ პოზიტიური რეიტინგები შეინარჩუნოს იმისთვის, რომ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ აღდგენის პერიოდში გვქონდეს ის კონკურენტული უპირატესობა, რაც მოგვცემს საშუალებას, სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი იქნა სწორად დანახული და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა საქართველოს შეუნარჩუნეს რეიტინგები. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია იმ ტურბულენტობაში, რაც განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ასევე ევროპაში ხდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე, ეკონომიკური ზრდის 5,5%-ით.


„ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე, ეკონომიკური ზრდის 5,5%-ით. ეს არის საპროგნოზო ციფრები და თუ ჩვენ სწორად ვმართავთ ვირუსს და ეკონომიკურ პროცესებს, გვექნება შესაძლებლობა, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up