გიორგი გახარია - რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში

გიორგი გახარია - რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში

access_time2020-02-25 10:49:03

რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომლის სათაურია - „საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის.


მთავრობის მეთაური ასევე საუბრობს თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.


„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატოში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთოების და ნატოს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატოს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს. რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატოს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატოში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება, - აცხადებს პრემიერი.





13 ბიზნესასოციაცია მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

13 ბიზნესასოციაცია მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს
access_time2021-01-20 14:00:23
13 ბიზნესასოციაცია მთავრობას მიმართავს და კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს.   ისინი შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ მთავრობის მიერ დადებული პირობა ლოკდაუნის ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1-ლ თებერვალს მოხსნის წინაშე კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეტიც, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და ეპიდემიოლოგები მესამე ტალღასა და კიდევ ერთ ლოკდაუნზე ლაპარაკობენ.   მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის...

ა(ა)იპების შენახვა აჭარაში წელიწადში 41 მლნ ლარზე მეტი ჯდება

ა(ა)იპების შენახვა აჭარაში  წელიწადში 41 მლნ ლარზე მეტი ჯდება
access_time2021-01-20 13:00:45
აჭარის 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი) სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6,991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოებით 3,444,517.35 ლარი, წლიურად კი - 41,334,208.2 ლარი იხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია, თუ რამდენი პირია დასაქმებული (შტატით და...

თურნავას თქმით, რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, თებერვლის თვიდან აღდგება

თურნავას თქმით, რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, თებერვლის თვიდან აღდგება
access_time2021-01-20 12:00:56
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები, სავარაუდოდ, თებერვლის თვეში მოიხსნება.   "იხსნება, ასევე, ფრენები. კონკრეტულ თარიღებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ თებერვლის თვე იქნება სავარაუდოდ ის თვე, როდესაც რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით. მაგრამ ეს არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. ეს იქნება ძალიან კონკრეტული, კონტროლირებადი ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან სხვა ადეკვატური დოკუმენტით", — განაცხადა...

სილქფესტი ოთხ რჩეულ პაკეტს ხელმისაწვდომი პირობით თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი ოთხ რჩეულ პაკეტს ხელმისაწვდომი პირობით თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-20 10:50:13
20 იანვარს, სილქფესტს ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებები ექნება მომხმარებლებითვის:   ულიმიტო ინტერნეტი - 19 ლარად - კომბინაციით *019# 3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად - კომბინაციით *202# 10 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 9 ლარად - კომბინაციით *202# 400 ლოკალური წუთი - 6 ლარად - კომბინაციით *202# პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა.   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და ცალ-ცალკე.   აქცია...

„როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე

„როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე
access_time2021-01-20 10:00:55
„როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განუცხადა. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიზნესი ხელისუფლებას მძიმე მდგომარეობაში ყოველთვის გვერდში დაუდგება, მიუხედავად იმისა თუ რომელი პარტია იქნება ქვეყნის მმართველი. „როდესაც მე და არამარტო მე, პრემიერი გავამხნევეთ, მაშინ ქვეყანაში...


მსგავსი სიახლეები

up