გიორგი გახარია - როდესაც ვაი ექსპერტები ცდილობენ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ,  სრულიად მიუღებელია

გიორგი გახარია - როდესაც ვაი ექსპერტები ცდილობენ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ, სრულიად მიუღებელია

access_time2020-10-07 14:20:00

როდესაც ვაი ექსპერტები, თავის თავში რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ, სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საწოლფონდებისთვის 48 მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში საწოლ ფონდების დეფიციტი არ არსებობს და 5000 საწოლი ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში ახალ წლამდე რეზერვი ჰქონდეს.




„ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნა, ერთი საწოლი, ჯდება დაახლოებით 80 000 დოლარიდან 120 000 დოლარამდე. არ ვგულისხმობ რეანიმაციას. ქვეყანაში რომ 5 000 საწოლი ადგილი შეიქმნას, ამას სჭირდება ნახევარი მილიარდი დოლარი. ადამიანები რაღაცას რომ ლაპარაკობენ, ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის - ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ ან ელემენტარულ არითმეტიკას მიჰყევით.




ქვეყანაში საწოლ ფონდების დეფიციტი არ არსებობს. მეორე - 5 000 დღეს გამოვაცხადეთ იმისთვის, რომ მუდმივ მზაობაში გვქონდეს 5000 საწოლი ადგილი ახალ წლამდე. ამ ტენდერში სახელმწიფო საავადმყოფოებიც იქნება - ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის კლინიკა და სხვები. 5000 საწოლი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ინფიცირებულების რაოდენობა რომ გაიზრდება, ახალ წლამდე დარეზერვებული გვქონდეს. ეს ნიშნავს იმსა, რომ ეს ადგილები იქნება სახელმწიფოს განკარგულებაში კოვიდისთვის და ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულმა კლინიკამ ეს უნდა გაათავისუფლოს და ტავისუფალი უნდა ჰქონდეს ახალ წლამდე. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით 5000 ადგილზე მოგვიწევს გამოცხადება, შემდეგ შეიძლება უფრო ნაკლებზე. ეს არის მუდმივი პროცესი და როდესაც ადამიანები, ვაი ექსპერტები, თავის თავში რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ, გადაფარონ, შეაზავონ - თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ. ეს სრულიად მიუღებელია. ეს არის გლობალური პანდემია. ეს ხომ არ არის საქართველოს პრობლემა. როდესაც არის გლობალური გამოწვევა, იმის მაგივრად, რომ შენი რჩევით, ცოდნით, რესურსით მიეხმარო ქვეყანას, მთავრობას კი არა, ქვეყანას, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინოს, ამის მაგივრად ამის კონვერტირება პოლიტიკურ აქტივში, იმიტომ, რომ სამი კვირის შემდეგ არჩევნებია და შენ გინდა, რომ რომელიღაც დონის დეპუტატი გახდე - ამორალურია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up