გიორგი გახარია - როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საზღვრებს გახსნიან, ვიმედოვნებ, საქართველოსაც ვიხილავთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში არა მხოლოდ  იმიტომ, რომ მჭიდრო პარტნიორები ვართ, არამედ იმიტომ, რომ უსაფრთხო პარტნიორი ვართ

გიორგი გახარია - როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საზღვრებს გახსნიან, ვიმედოვნებ, საქართველოსაც ვიხილავთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ მჭიდრო პარტნიორები ვართ, არამედ იმიტომ, რომ უსაფრთხო პარტნიორი ვართ

access_time2020-06-18 22:21:09

ახლა, როდესაც მოხსნილი გვაქვს თითქმის ყველა შეზღუდვა, ვემზადებით საზღვრების ეტაპობრივი და ფრთხილი გახსნისთვის; ამავდროულად, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ საზღვრების ეტაპობრივ გახსნას, ვიმედოვნებ, საქართველოსაც ვიხილავთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში არა მხოლოდ იმის გამო, რომ მჭიდრო პარტნიორები ვართ, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ უსაფრთხო პარტნიორი ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს წარმატებაზე პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ ახლა გამოწვევების შესაძლებლობებად გადაქცევის დროა.



„ჩვენი მიზანია, შემდგომი ინვესტიციები განვახორციელოთ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, მაშინაც კი, როდესაც შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.




პრემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია ევროკავშირში სრული ინტეგრაცია.



„ჩვენ უფრო დიდი მიზნები გვჭირდება. იმედი გვაქვს, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ჩვენს ეტაპობრივ ინტეგრაციას, რომელიც მთავარი სამიზნე ორიენტირი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის; ველით, რომ პარტნიორების ინტერესებსა და წინსვლაზე დაფუძნებული მიდგომა შენარჩუნდება - ეს შეიძლება გულისხმობდეს ქვეყნებთან ახალ ფორმატში მუშაობას, დარგობრივი დიალოგის ხელშეწყობას; საჭიროა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების ხელშეწყობა, სადაც კონკრეტული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის პოტენციალზე გაკეთდება. ეს ერთ-ერთი სამიზნე ორიენტირი უნდა იყოს, რეგიონში ეკონომიკური კეთილდღეობის სტიმულირებისთვის, ისევე როგორც - ევროვავშირისა და აზიის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირებთან დაკავშირებული მიზნების დაკმაყოფილებისთვის; სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ჩვენი რეალობაა, რასაც მწვავე შედეგები აქვს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ევროკავშირის მხარდაჭერის იმნედი გვაქვს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის საქმეში, მეტი ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში - როგორც საქართველოში, ასევე პარტნიორობის არეალში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



შეხვედრაში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით გაიმართა, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები მონაწილეობდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up