გიორგი გახარია რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტზე - ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას და ამ რეგიონში მცხოვრებლებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალ წლებში აქ კიდევ უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს

გიორგი გახარია რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტზე - ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას და ამ რეგიონში მცხოვრებლებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალ წლებში აქ კიდევ უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს

access_time2020-05-22 20:08:11

საქართველოში დღეს ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი. მიუხედავად გლობალური პანდემიისა ამ პროექტზე მშენებლობა არც ერთი დღით არ შეჩერებულა და ეს იყო ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში სისტემური პროექტები არ უნდა გაჩერდეს, მათი მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა ძალზედ სერიოზული დასაბუთება, ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ქვეყნის ეკონომიკისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაური დღეს რიკოთზე ვიცე-პრემიერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძესთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოები პირადად დაათვალიერა.


როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პროექტი სრულად შეცვლის ქვეყანაში მობილობის ხარისხს, მაღალი მობილობა კი სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ნიშნავს.


„ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთ კორიდორი, საქართველოს მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით 388 კილომეტრია. ეს არის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს გავლით აერთებს ევროპას ჩინეთთან და ამ გზის დროულად დამთავრებას აქვს უდიდესი, გლობალური საერთაშორისო მნიშვნელობა, რადგან ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას, ამ რეგიონში მცხოვრებლებს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ რომ ესაა პროექტი, სადაც დასაქმებულია 5 000 ადგილობრივი მოსახლე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში აქ კიდევ უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს, ისწავლოს და დამატებითი კომპეტენცია შეიძინოს, რომელსაც შემდეგ მოახმარს ქართულ სამშენებლო კომპანიებს. დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, ესაა უაღრესად შთამბეჭდავი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სრულად შეცვლის ქვეყანაში მობილობის ხარისხს. მაღალი მობილობა - ეს არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება,- აღნიშნა პრემიერმა.



გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელების პირობებში ქვეყანაში დამატებითი კომპეტენცია დარჩება და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში მასშტაბური პროექტები ქართულმა კომპანიებმა აითვისონ.


„დღეს, ეს მონაკვეთი წარმოადგენს დაახლოებთ 96 გვირაბს და 54 ხიდს. ეს ნიშნავს, რომ ეს მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი იქნება ძირითადად ინჟინერული გზა, რომლის უდიდესი მნიშვნელობა არის, რომ ჩვენ, ამ პროექტის განხორციელების პირობებში, დამატებითი კომპეტენცია დავტოვოთ ქვეყანაში, რათა მომავალში, როდესაც ქვეყანა მზად იქნება მსგავსი პროექტებისთვის 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი დახარჯოს, ეს პროექტები შეასრულონ ქართულად კომპანიებმა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროექტის შემდგომ, დამატებით, უნდა დავიწყოთ ამ პროექტის გაგრძელება წითელ ხიდამდე, უნდა იყოს მცხეთა-ლარსის დამაკავშირებელი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროექტების ათვისება შეძლონ ქართულმა კომპანიებმა,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.





„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up