გიორგი გახარია - რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება, გლობალური პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა

გიორგი გახარია - რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება, გლობალური პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა

access_time2020-05-22 19:26:37

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.


პროექტის ფარგლებში, რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთზე სულ 12.2 კმ-იანი ცემენტო-ბეტონის 4 -ზოლიანი გზა, 37 ხიდი და 20 გვირაბი აშენდება. პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან 16-ზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურად გრძელდება პროექტით გათვალისწინებული 37 ხიდიდან, 18-ის მშენებლობა.


ამასთანავე, უკვე დაწყებულია საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდის მშენებლობა, რომელსაც 22 ბურჯი ექნება და სიგრძით 1 320 მეტრი იქნება. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 11 ბურჯზე მიმდინარეობს.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.


რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი. მშენებლობა ეტაპობრივად 2022 წელს დასრულდება.



როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში დღეს ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება, გლობალური პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა.


„ეს იყო ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში სისტემური პროექტები არ უნდა გაჩერდეს, მათი მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა ძალზედ სერიოზული დასაბუთება, ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ეკონომიკისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის საქართველოს მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით 388 კილომეტრია. ეს არის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას აერთებს ჩინეთთან და ამ გზის დროულად დამთავრებას აქვს უდიდესი, სააერთაშორისო მნიშვნელობა, რადგან ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას, ამ რეგიონში მცხოვრებლებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


2019 წელს რიკოთის პროექტებზე დასაქმებული იყო 5 ათასი ადამიანი. დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა. გზის დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოების დაწყების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ პროექტის განხორციელების პირობებში ქვეყანაში დამატებითი კომპეტენცია დარჩეს და მომავალში მასშტაბური პროექტები ქართულმა კომპანიებმა აითვისონ.


„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში აქ კიდევ უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს, ისწავლოს და დამატებითი კომპეტენცია შეიძინოს, რომელსაც შემდეგ ქართულ სამშენებლო კომპანიებს მოახმარს. ეს არის უაღრესად შთამბეჭდავი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სრულად შეცვლის ქვეყანაში მობილობის ხარისხს. მაღალი მობილობა - ეს არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ეს მონაკვეთი მოიცავს დაახლოებთ 96 გვირაბს და 53 ხიდს. ეს ნიშნავს, რომ რიკოთის მონაკვეთი იქნება ძირითადად ინჟინრული გზა, რომლის უდიდესი მნიშვნელობაა, რომ ამ პროექტის განხორციელების პირობებში, დამატებითი კომპეტენცია დავტოვოთ ქვეყანაში, რათა მომავალში, როდესაც ქვეყანა მზად იქნება მსგავსი პროექტებისთვის 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი დახარჯოს, ეს პროექტები მთლიანად ქართულმა კომპანიებმა შეასრულონ. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროექტის შემდგომ, დამატებით, უნდა დავიწყოთ ამ პროექტის გაგრძელება წითელ ხიდამდე, მცხეთა-ლარსის დამაკავშირებელი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროექტების ათვისება შეძლონ ქართულმა კომპანიებმა,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მეოდნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში. სოფელ ხევში კი, აშენდება საზოგადოებრივი ცენტრი და ახალი საბავშვო ბაღი.


სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის უღელტეხილის უბისა-შორაპნის მონაკვეთზეც. ამ ეტაპზე შენდება 12 გვირაბი და 21 ხიდი. გზის ამ მონაკვეთზე, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, 2 გვირაბი გაიჭრება. უბისა-შორაპნის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებულია 13 კმ სიგრძის ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 18 გვირაბის და 27 ხიდის მშენებლობა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up