გიორგი გახარია - რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა, მშვიდობიანად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის

გიორგი გახარია - რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა, მშვიდობიანად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის

access_time2020-12-24 17:40:00

რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა, მშვიდობიანად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომლის გარეშეც, როგორც არაერთხელ ვთქვით, ქვეყნის განვითარება ნებისმიერი მიმართულებით არის შეზღუდული,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



გიორგი გახარიამ სამთავრობო პროგრამის საკვანძო თავზე ისაუბრა, რომელიც არის საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება და ადამიანის უფლებები.




„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ვალდებულების გარდა აუცილებლობაა, რომ ეს თავი დავიწყოთ ოკუპაციით. გარდა იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები არის საფუძველი და ფუნდამენტი ქვეყნის შემდგომი ევროპული ორიენტაციის პრაქტიკული განხორციელების, ოკუპაციაც ერთ-ერთი ასეთი პირობაა, ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა, მშვიდობიანად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომლის გარეშეც, როგორც არაერთხელ ვთქვით, ქვეყნის განვითარება ნებისმიერი მიმართულებით არის შეზღუდული. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს მიწის ოკუპაციაზე, ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებზე, მათ რესურსზე, მათი განვითარების შესაძლებლობაზე. ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ დარგში, ეკონომიკიდან დაწყებული, კულტურით გაგრძელებული, ჩენი ქვეყანა დღეს არის შეზღუდული განვითარებაში, სწორედ იმ 20 %-ით, რომლითაც საქართველოს მიწა ოკუპირებულია.




ამიტომ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ნებისმიერი ფორმატი, ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებისთვის მიღებული, ორმხრივი, მრავალმხრივი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობით არის ის ფორმატები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ძირითადი და მთავარი მიზნის მისაღწევად, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. პირველ რიგში, ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიას, რამეთუ, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ელემენტარული, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტი გავაჩინოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობენ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up