გიორგი გახარია - რაჭველებს საქართველომ მადლობა უნდა გითხრათ მთის შენარჩუნებისთვის

გიორგი გახარია - რაჭველებს საქართველომ მადლობა უნდა გითხრათ მთის შენარჩუნებისთვის

access_time2020-10-09 14:30:00

რაჭველებს საქართველომ მადლობა უნდა გითხრათ მთის შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს



როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ვიდრე საქართველოს პარლამენტი მთის კანონს მიიღებდა, მთაში მცხოვრებ მოსახლეობას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა იმისათვის, რომ მამაპაპისეული ფუძე არ მიეტოვებინა.



„მოგესალმებით ამბროლაულელებო. პირველ რიგში, რაჭველებს საქართველომ მადლობა უნდა გითხრათ მთის შენარჩუნებისთვის - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მთაში და რაჭაშიც, მიგრაცია ყოველთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო. ყველას კარგად გვესმის, რომ სანამ საქართველოს პარლამენტი მთის კანონს მიიღებდა, რა ძალისხმევა გჭირდებოდათ თქვენ, რომ მამაპაპისეული ფუძე არ მიგეტოვებინათ, სანამ ამბროლაურში აეროპორტი გაჩნდებოდა, სანამ დასრულდება ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, სანამ ელემენტარული საბაზისო ინფრასტრუქტურა შეიქმნება, რომელიც მისცემს რაჭველ ადამიანს შესაძლებლობას, დაუკავშირდეს დანარჩენ საქართველოს მარტივად, თანამედროვე გზებით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს იყო ძალზედ რთული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საბაზისო ინფრასტრუქტურაზე - გზები, გაზი წყალი, სკოლები, საავადმყოფოები ამაზე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ მთაში, ამბროლაურში, ონში, ადამიანს ჰქონდეს ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები, როგორიც ექნება თბილისში, რომ ახალგაზრდას არ ჰქონდეს აუცილებლობა, რომ მოსწყდეს თავის კუთხეს. რა თქმა უნდა, ვისაც ეს უნდა, თორემ განათლების მისაღებად თბილისშიც უნდა წავიდეთ, ევროპაშიც, ამერიკაშიც და მთელი მსოფლიო უნდა მოვიაროთ, უნდა მივიღოთ საუკეთესო განათლება, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს კუთხეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ადამიანზე, თითოეულ უნიკალურ კუთხეზე ზრუნვა არის მმართველი გუნდის ძირითადი ამოცანა.



„ადამიანზე ზრუნვა, ჩვენს მიწაზე, ჩვენს თითოეულ უნიკალურ კუთხეზე ზრუნვა არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ზოგიერთებისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას ამბროლაურში კი არა, კახეთში და ქვემო და შიდა ქართლშიც აღარ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ დღეს ყველანი ვხედავთ, რამდენი ახალი ვენახი ირგვება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანს შეეძლოს, ღირსეულად თავის კუთხეში, იქ, სადაც ცხოვრობს, თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს თავისი ოჯახი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება ქართველ გლეხს, ემსახურება იმას, რომ გლეხმა აიღოს პასუხისმგებლობა, დაიწყოს ბიზნესი და გახდეს ძლიერი ფერმერი.



„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება ქართველ გლეხს, ემსახურება იმას, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, გადადგას რთული ნაბიჯი, გახდეს ძლიერი ფერმერი, დაიწყოს ბიზნესი, უმასპინძლოს ტურისტს. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე ხნის წინ ამბროლაურში გავხსენით ერთ-ერთი პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი", რომელმაც ელემენტარულად თქვენ მოგცათ შესაძლებლობა, რომ თბილისში აღარ ჩახვიდეთ, მიხვიდეთ იუსტიციის სახლში და იქ მომზადებულმა ამბროლაურელებმა მოგიყვნენ, რა პროგრამებში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ვაკეთებთ და ერთად უნდა გავაკეთოთ, ეს კუთხე დღეს სულ სხვა არის იმასთან შედარებით, რაც იყო 5 და 10 წლის უკან, ამას ტურისტებიც ხედავენ, ჩვენც ვხედავთ და თქვენც ხედავთ. ეს უნდა გაგრძელდეს, ეს თანმიმდევრული გეგმის მიხედვით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, იმისთვის, რომ ყოველი წელი იყოს კიდევ უფრო წარმატებული და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში რეგიონის, ამბროლაურის, რაჭის წარმატებისთვის და სრულიად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველ გუნდს მოქალაქეების ძლიერი მხარდაჭერა აქვს და პირველ ტურში, თანასწორ და სამართლიან ბრძოლაში გაიმარჯვებს.


„ბოლოს მინდა გითხრათ, რომ 31 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ პირველ ტურში და რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ თანასწორ და სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ იმდენად ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს დღეს ჩვენი მოქალაქეების, რომ ერთადერთი რასაც უნდა გავუფრთხილდეთ პირელ რიგში ეს არის ღირსეული და სამართლიანი გამარჯვება, ამიტომ არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს. ყველაზე კარგად რაც უნდა გავაკეთოთ ფრთხილად, ღირსებით და მშვიდად უნდა დავიცვათ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ 31 ოქტომბერს და ბოლოს, რაჭველებო, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up