გიორგი გახარია - ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ განვითარდეს განათლება, კულტურა, ეკონომიკა სხვა ყველაფერი

გიორგი გახარია - ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ განვითარდეს განათლება, კულტურა, ეკონომიკა სხვა ყველაფერი

access_time2020-12-23 20:00:00

„მეც მიმუშავია ბატონი ვახტანგ გომელაურის პოზიციაზე და მართლა უმძიმესი პოზიციაა მთავრობაში. როგორც კი ჩვენ სტატისტიკას და სტატისტიკურ ციფრებს ვაფეტიშებთ, ვკარგავთ ძირითად მიზანს სამართალდამცავი სისტემის. სამართალდამცავი სისტემის ძირითადი მიზანი გახლავთ ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა. არ იქნება ქვეყანაში უსაფრთხო გარემო? ყველაფერი რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ დაგვრჩება უკან, ვერაფერში ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება, რომ გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანა არის იმ ეტაპზე, როდესაც სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ძირითადი პრიორიტეტი და ამოცანა და არა სტატისტიკური ციფრები.


„ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ განვითარდეს განათლება, კულტურა, ეკონომიკა სხვა ყველაფერი. ამიტომ ამ ადამიანების შრომა არის მართლა დაუფასებელი - ეს ერთი, მეორე ჩვენ თუ აქ დაბალანსებული მიდგომა არ გვექნა, ყოველთვის აღმოვჩნდებით ერთი და იგივე წრეზე. ხან გვექნება უაღრესად ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს ჩვენს მეორე მხრიდან მოთხოვნას და რაღაც პერიოდში გადავალთ რეპრესიულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და მუდმივად ვიქნებით ასე, იმის მაგივრად, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს და შედეგი უნდა იყოს რა თქმა უნდა უსაფრთხო გარემოს შექმნა ქვეყანაში. ამისთვის მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა და ამ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის თანმიმდევრული, დაბალანსებული რეფორმირება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ამ შედეგს მივაღწიოთ. იმიტომ, რომ ჩვენ ამ გარემოებების ტყვეები ვართ დღეს. ჩვენ გარკვეულ პერიოდში რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის შემდგომ, აბსოლუტურად ლოგიკურად, სამართლიანად და იმის საფუძველზე, რაც იყო ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა - სამართალდამცავი სისტემა გავხადეთ ბევრად უფრო ჰუმანური. სწორი იყოს ეს? რა თქმა უნდა სწორი იყო, მაგრამ ჰუმანურობის პარალელურად უნდა გაიზარდოს ეფექტიანობაც და ეფექტურობაც. წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე ჩვენი მოქალაქეებისგან, წამოვა სულ სხვა მოთხოვნა. ამიტომ დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ძირითადი პრიორიტეტი და ამოცანა და არა სტატისტიკური ციფრები. როდესაც ვსაუბრობთ სამართალდამცავი სისტემის მუშაობის ხარისხზე, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელსაც ყველა ვხედავთ, ვამჩნევთ, პირველ რიგში არა სტატისტიკური მონაცემები შევაფასოთ, არამედ უნდა შევაფასოთ რეფორმების ის პროგრესი, რომელიც სისტემაში მიმდინარეობს და უნდა გვქონდეს რეფორმების ის გეგმა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი დავაყენოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up