გიორგი გახარია - „ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია“

გიორგი გახარია - „ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია“

access_time2020-05-27 12:00:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის შესაბამისად, დღეს ინფიცირებულთა ახალი შემთხვევა გვაქვს 3 და სამივე არის საკარანტინე ზონებიდან. ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს და ამის დასტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ფაქტი: ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები, ძირითადად, მომდინარეობს საკარანტინე ზონებიდან, რაც ადასტურებს, რომ კარანტინის ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება; მეორე - ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გავქვს მხოლოდ უკვე ჩვენთვის ცნობილი კლასტერებიდან და მესამე რისკის შემცველი ჯგუფი ეს გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომელზეც აქტიურად მუშაობს საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და კონტროლი არის გამკაცრებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია. ჩნდება ახალი ამოცანა - ეს გახლავთ ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება. მოგეხსენებათ, ჩვენ წარმოვადგინეთ ეკონომიკის გახსნის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტულ ღონისძიებებს, დღეს შეგვიძლია ვთქვათ როგორც ფაქტი, რომ ჩვენს გვაქვს შესაძლებლობა ეს გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, აჩქარების საფუძველია ის, რომ ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და, აგრეთვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი არის მცირე, ამავდროულად შემცირებულია რისკები.



„აჩქარების საშუალებას გვაძლევს გარდა ჩამოთვლილი გარემოებებისა, რომ კონტროლს ექვემდებარება ინფექციის გავრცელება, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი არის ძალზედ მცირე და რისკები შემცირებულია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიცაა პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილება მივიღეთ გადაწყვეტილება შემდგომი შემსუბუქებების დაწესების თაობაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.



გიორგი გახარიამ იმ შემსუბუქებებზე ისაუბრა, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება.




„29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით, აუცილებელი გახლავთ პირბადის ტარება და ამაზე პასუხისმგებლები იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები.



ორშაბათიდან, 1-ლი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.



8 ივნისიდან, შემდეგი ორშაბათიდან, გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, რაც ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, იმუშაონ.



8 ივნისიდან, აგრეთვე, გაიხსნება სასტუმროები, თუმცა მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც კონკრეტულად გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილებები მიღებულია მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა აუცილებელია ელემენტარული წესების და რეკომენდაციების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების გავრცელების რისკი.



„ეს ნაბიჯები, პირველ რიგში, მიღებულია ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა, ამ ნაბიჯის შემდგომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის პირბადეების ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ატაროს პირბადე. ამ გადაწყვეტილებებს უფრო დეტალურად ნორმებით, კონკრეტული ვალდებულებებით დღესვე, უახლოეს პერიოდში გამცნობთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ტესტირების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშრებით. ოქროს სტანდარტის PCR ტესტებზეა საუბარი. დღეს ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ უახლოეს თვეებში და მეორე ტალღის მოლოდინში შემოდგომამდე, როგორ იმუშავებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კონტროლს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ნაბიჯები მიღებულია იმ საუკეთესო და აუცილებელი ინტერესის გათვალისწინებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიც გახლავთ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნა, ხოლო 1-ლი ივლისიდან გარე ტურიზმის გახსნა. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის, მაგრამ აქ სრულად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა არის საერთო - მთავრობა, ბიზნესი, ჩვენი მოქალაქეები და როგორც აქამდე, ჩვენ ერთობლივად, მოქალაქეობრივი შეგრძნების უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ვირუსთან ორივე ფრონტზე - როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ეკონომიკური განვითარების,“- აღნიშნა პრემიერმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up