ქუთაისი, ისტორიაში პირველად, უწყვეტი, 24-საათიანიწყალმომარაგებით სარგებლობს, - ქუთაისისწყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობისმეორე ფაზა გაერთიანებული წყალმომარაგებისკომპანიამ უკვე დაასრულა. განხორციელებულ პროექტსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიავიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა დაიმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიადშალამბერიძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გოდოგანზე ორი, ხოლომუხრანში ერთი რეზერვუარი აშენდა. ასევე, მოეწყოსამი სატუმბი სადგური, 18 კმ წყლის მაგისტრალურიმილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქუთაისის უწყვეტიწყალმომარაგება, რაც ათწლეულების განმავლობაშისერიოზული პრობლემა იყო და ადგილობრივმოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნიდა, მოგვარებულია და მსგავსი სისტემური პრობლემებისგადაჭრა ეტაპობრივად გაგრძელდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, ქუთაისის 200 ათასზე მეტ მცხოვრებს წყალი უწყვეტად, 24-საათიანრეჟიმში მიეწოდება.
პრემიერ-მინისტრმა პროექტის ფინანსურიმხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობაგადაუხადა აზიის განვითარების ბანკს, რომელმაცინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 80 მილიონ ლარზემეტის ინვესტიცია განახორციელა.