გიორგი გახარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე - ბოლო წლების განმავლობაში ეს არის  ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ქველმოქმედება ჩვენს ქვეყანაში

გიორგი გახარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე - ბოლო წლების განმავლობაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ქველმოქმედება ჩვენს ქვეყანაში

access_time2020-10-21 14:44:03

ეს არის ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი აქტი, რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს აღნიშნული პროექტისთვის და აღნიშნა, რომ გამართულ, სრულფასოვან, ძლიერ განათლების სისტემას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას განვითარების შემდგომი მძლავრი ნაბიჯი.



„მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მაგრამ ხაზგასმით მოგესალმებით სტუდენტებო! მესმის, რომ ეს თქვენთვის, თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. მესმის, რომ არაორდინალური დღეც არის, იმიტომ, რომ თქვენ გიწევთ სტუდენტური ცხოვრების პირბადეებით დაწყება. ეს საკმაოდ რთული წარმოსადგენი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ ყველანი უნდა შევეგუოთ. ესეც გაივლის, მაგრამ დარჩება ეს უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დარჩება თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გადაიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე. ეს იქნება თქვენი გასაკეთებელი ბატონებო, რამეთუ, ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს გამართულ, სრულფასოვან, ძლიერ განათლების სისტემას, იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას განვითარების შემდგომი მძლავრი ნაბიჯი და ამ საკითხში ფუნდამენტურ მეცნიერებებს და ფუნდამენტურ განათლებას აქვს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა



ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მინდა შევუერთდე ქალბატონ პრეზიდენტს და მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ და ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა, რომ ეს არის ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი აქტი, რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სტუდენტებს გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე, სრულიად ახალ მსოფლიოში მოუწევთ ცხოვრება და ფუნდამენტური განათლება არის ერთადერთი საფუძველი სწორი გამოსავლის საპოვნელად.




„გარდა ამისა, მინდა ჩვენმა სტუდენტებმა იცოდნენ, რომ მათ სულ სხვა, ახალ მსოფლიოში მოუწევთ ცხოვრება, რადგან გლობალური გამოწვევები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს ცხოვრებაში და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტური განათლება არის ერთადერთი საფუძველი იმის, რომ ჩვენ ამ გამოწვევებისგან სწორი გამოსავალი ვიპოვოთ. გლობალური კონკურენციაც იქნება სრულიად სხვანაირი. ეს არ იქნება ჩვენი თაობის სტუდენტობა და მეცნიერება, ეს იქნება სულ სხვა ხარისხის გამოწვევები და თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ. ამ უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი იქნება და უნდა იყოს ამ ქვეყნის სიამაყე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისს, როგორც ქალაქს ახალ ფუნქციას შესძენს.



„მინდა, მივულოცო ქუთაისელებს, რამეთუ ქუთაისი, როგორც ქალაქი იძენს ახალ ფუნქციას, ახალ მისიას, ეს ყოველთვის იყო ქართული მეცნიერების, კულტურის, განვითარების ცენტრი, მაგრამ დღეს, საგანმანათლებლო ცენტრიც უნდა გახდეს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მნიშვნელობა იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ხაზგასმით აქვს აქცენტი გაკეთებული ფუნდამენტურ მეცნიერებაზე, რომელშიც ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული ჩავარდნა გვქონდა. გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ მომავალს და დიდ გამარჯვებებს საქართველოს გაძლიერებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველი სტუდენტები ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე მიიღო - მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება.



KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან.



უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და როგორც საოპერაციო მოდელი, ასევე პროგრამები შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.



ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ეკუთვნის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ფონდი „ქართუ“ ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.



უნივერსიტეტი თანამშრომლობს სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციასთან (IBA) საქართველოში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად. აღნიშნულ ცენტრში შესაძლებელი იქნება კიბოს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა. აქვე იგეგმება კვლევების განხორციელება როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე ექსპერიმენტული ბაზის შექმნა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, რადიაციული ფიზიკის, რადიოქიმიისა და ბიოფიზიკის მიმართულებებისათვის.



ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ოფიციალური ცერემონიის სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ასევე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up