გიორგი გახარია - ქართველი კაცი არის ბრძენი - მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, მიუხედავად, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, მოვა არჩევნები და ამ არჩევნებზე ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან

გიორგი გახარია - ქართველი კაცი არის ბრძენი - მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, მიუხედავად, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, მოვა არჩევნები და ამ არჩევნებზე ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან

access_time2020-05-19 19:23:02

ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს, შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, შტურმში იღებდა მონაწილეობას, ან ადამიანმა , რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან, ვითომ პოლიტიკოსები არიან, დაიმსახურეს ამით რაღაც შეწყალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა სრულად მობილიზებულია პირველ რიგში კოვიდის დასამარცხებლად, შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და ასევე ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ გარემოში ჩასატარებლად.

 


 

„ეს არის ჩემთვის მძიმე და ძალიან კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან დაკავშრებით, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც, იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოისხეს, ამის გამო ასეთი მძიმე, კონკრეტული, კრიმინალური დანაშაულების გამო შეიწყალეს, თუმცა პრეზიდენტს რა თქმა უნდა, შეწყალების ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა. ჩემთვის ამაზე საუბარი დღეს, ჩემი ემოციური პოზიციის მიუხედავად არის მეორეხარისხოვანი, იმიტომ, რომ არავის ეგონოს, რომ კოვიდი დამარცხებულია. არავის ეგონოს, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება  გარანტირებულია. ეს ასე არ არის. მსოფლიოში სისტემური სახელმწიფოები არიან, რომლებიც დღეს ხან მეორე ტალღას გვიანონსებენ, ხან მესამე ტალღას. გაურკვევლობა არის ამ კრიზისის და გლობალური გამოწვევის ყველაზე დიდი მახასიათებელი კომპონენტი, რის პირობებშიც პატარა ქვეყნების და მთავრობების პასუხისმგებლობა ათმაგდება. ამიტომ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული კოვიდის დასამარცხებლად, რომელიც გარანტირებული არავის აქვს, შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და შემდეგ რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ამ ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ გარემოში ჩასატარებლად. სამწუხარო ამ ყველაფერში ისაა, რომ ის ბატონები, რომლებიც აბსოლუტურად დაუმსახურებლად გამოვიდნენ, იმიტომ, რომ მათ კონკრეტული კრიმინალური დანაშაულებები ჩაიდინეს და არაფრით ისინი არ განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისაგან, იმის მაგივრად, რომ დაუდგნენ ადამიანებს გვერდით და ყველამ ერთად ქვეყანაზე ვიზრუნოთ,  ამასაც გამოიყენებენ პოლიტიკური სპეკულირებისთვის, იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ და არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს და ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამას ყველაფერს და საბოლოო ჯამში, ამას ყველაფერს გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესებისთვის. ეს  არის სამწუხარო, მაშინ, როდესაც დღეს ყველასთვის ერთადერთი მიზეზი და მიზანი უნდა იყოს, რომ ყველამ ერთად ამ ქვეყანას მოვუაროთ ისე, რომ ჯერ კოვიდი დავამარცხოთ, შემდგომ, ადამიანებს ელემენტარული შემოსავალი აღვუდგინოთ. ქართველი კაცი არის ბრძენი - მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, მიუხედავად, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, მოვა არჩევნები და ამ არჩევნებზე ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up