გიორგი გახარია - „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანზე ზრუნვა

გიორგი გახარია - „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანზე ზრუნვა

access_time2020-08-14 17:50:15

„ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეჯოში განაცხადა, სადაც მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.


პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ახალგაზრდებს კარგი განათლების მიღების პირობები, მოხუცებს ღირსეული სიბერე, ხოლო მშრომელ ადამიანებს სამართლიანი გარემო შეუქმნას.


„ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა. ძალიან კარგად გვესმის, რომ გასაკეთებელი საქმე უამრავია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი და დასასრულებელი. თან ბევრი დრო არ გვაქვს, თან ეს პანდემია დაგვემატა, მაგრამ შინაარსობრივად მივყვებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდობას ყველაფერი შევუქმნათ, რათა ქვეყნის შიგნით შიგნით კარგი განათლება მიიღონ, იყვნენ მაგრები, ეფექტურები, ხოლო და როცა გაიზრდებიან და სხვა ქვეყნების შვილებთან კონკურენციაში შევლენ, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა იყოს ძლიერი.


ჩვენი ვალდებულებაა და ასეც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები მიხედილი იყვნენ, რათა მათ პენსიაზე გასვლის შემდეგ. სოციალურად ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ნორმალურად ცხოვრება განაგრძონ; მათი ჯანმრთელობა იყოს დაცული. სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შექმნას, რომ მშრომელმა ადამიანმა იშრომოს, თავის ოჯახზე იზრუნოს და სახელმწიფოზე დამოკიდებული არ იყოს. ჩვენი ძირითადი ამოცანა ეს არის.



ჩვენი ძირითადი ზრუნვის საგანია: ბავშვი, ახალგაზრდა, მისი განათლება, მოხუცი და მისი პენსია, მისი სოციალური უზრუნველყოფა, მისი ჯანმრთელობა. ჩვენ კიდევ ყველამ უნდა ვიშრომოთ. ამისთვის სახელმწიფომ შესაბამისი სამართლიანი გარემო უნდა შექმნას, რასაც ვაკეთებთ და რის კეთებასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა გახარიამ.


პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტების ნაწილზეც ისაუბრა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა, მათ შორის წყალმომარაგების, გზების რეაბილიტაციის, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციის მიმართულებით.


„ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ასაშენებელი კიდევ ბევრია მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია, ბევრი ჩამოვთვალო, რა გაკეთდა. ბევრი გაკეთდა წყალმომარაგებისთვის. მაგალითად, სოფელ უდაბნოში წყალი არასოდეს რომ არ ყოფილა, დღეს წყალი აქვთ, მაგრამ ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ საგარეჯოში წყალი ორი წლის წინ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ რეაბილიტაცია ჯერ კიდევ გრძელდება და გპირდებით, რომ 2021 წლის გაზაფხულამდე 24 საათიანი წყალმომარაგება აქაც დასრულებული იქნება.


სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია და ახლის მშენებლობა კი მიმდინარეობს, მაგრამ საკმარისი არ არის. ბავშვებს ის გარემო უნდა შევუქმნათ, რომ განათლება მიიღონ და ეს პროცესიც გაგრძელდება.


მაგისტრალური გზები ნორმალურ მდგომარეობაშია, კიდევ ბევრია სამუშაო. რა თქმა უნდა, კახეთისა და თბილისის დამაკავშირებელი გზა რეაბილიტაციას მოითხოვს და ესეც გასაკეთებელია . კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ.


არ არსებობს იმაზე დიდი ღირსება, რომ რიგითი ჯარისკაცი, ფერმერი, მუშა, სახელმწიფო მოღვაწე, პოლიციელი, დეპუტატი ემსახურო შენს ქვეყანას და რეგიონს. დარწმუნებული ვარ, დავით სონღულაშვილი, როგორც ამ კუთხის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, ამბიციური ადამიანი თავის რეგიონს პარლამენტში ღირსეულად წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.





უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up