გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, ეს არის ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის მხარდაჭერა

გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, ეს არის ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის მხარდაჭერა

access_time2020-10-30 11:54:21

„ქართულ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არ არის კონკრეტულად პარტიის მხარდაჭერა. ეს არის ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისნის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახი კახიშვილის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა გაგრძელდეს ის აღმშენებლობა, ის რეფორმები, რომლებიც დაწყებული აქვს „ქართულ ოცნებას" და მას ამისთვის აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯებით ასახულია პროგრამაში.



„მე და კახიმ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოვიარეთ მთელი საქართველო და დღეს ჩვენ გვაქვს საარჩევნო კამპანიის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ბოლო დღე, მას ვასრულებთ თბილისში და შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს არნახული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არ არის კონკრეტულად პარტიის მხარდაჭერა. ეს არის ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის მხარდაჭერა. ჩვენი ყველა მოქალაქე ხედავს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის აღმშენებლობა, ის რეფორმები, რომლებიც დაწყებული გვაქვს და ჩვენ გვაქვს ამისთვის კონკრეტული გეგმა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯებით ასახულია ჩვენს პროგრამაში. ეს გეგმა პირველ რიგში რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სტრუქტურულ რეფორმებს, გარდა ამისა, რა თქმა უნდა - ადამიანის უფლებებს და ჩვენი დემოკრატიის ინსტიტუციურ გაძლიერებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მიღწევა არის ადამიანისთვის ღირსების დაბრუნება და ადამიანი ყოველთვის იქნება მისი ყურადღების ცენტრში.




„ჩვენ არ შეგვრცხვება იმის თქმა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც მხარდაჭერა ჩვენგან ყველაზე მეტად სჭირდება - ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და პენსიონერები, ჩვენი ბავშვები, ჩვენი სოციალურად დაუცველები და დევნილები, ყოველთვის დავუდგებით გვერდით, ისე, როგორც ეს ჩვენს ეკონომიკას შეუძლია.



სახელმწიფო დგას კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეზე. ჩვენ არ შეგვრცხვება და ყოველთვის ვიტყვით, რომ როდესაც სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება, ექიმს და მასწავლებელს, პოლიციელს და ჯარისკაცს ყოველთვის დავუდგებით გვერდით და როცა ამის შესაძლებლობა გვექნება, ყოველთვის ვიზრუნებთ მათი სოციალური დახმარების გაძლიერებისთვის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის სიმშვიდე, მშვიდობა, ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. ჩვენ კარგად ვხედავთ, ამ პანდემიის ეპოქაში რამხელა გმირობას სჩადიან ჩვენი ექიმები, როგორ გვეხმარებოდნენ ჩვენი პოლიციელები და ჯარისკაცები პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავების დროს. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ავლაბარი განასახიერებს თბილისის კულტურას, თბილისელობას და ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება მრავალფეროვნება გავხადოთ ჩვენი სიძლიერე.



„ყველას კარგად გვესმის, რომ ის კონკრეტული გეგმა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს კონკრეტულ რეგიონებში, კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამას აქვს ერთადერთი მიზანი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში მაქსიმალურად დავაახლოვოთ ცხოვრების პირობები თბილისში იქნება, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ახალქალაქში, თუ ახალციხეში. ეს არის ძირითადი მიზანი და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სულ რაღაც 4 წელიწადში გვქონდეს აბსოლუტურად დასაბუთებული უფლება იმის, რომ მოვითხოვოთ და გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელიც იყო ჩვენი წინაპრების ოცნება ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში. ჩვენ დღეს ავლაბარში ვართ. ავლაბარი არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანი. რა თქმა უნდა, ისანი ბევრად უფრო დიდია და ისანს, ტურისტულთან ერთად, დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, მაგრამ ავლაბარი განასახიერებს თბილისის კულტურას, თბილისელობას და ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება მრავალფეროვნება გავხადოთ ჩვენი სიძლიერე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ - მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყოველთვის იქნება ბოლო დღემდე მთავრობის ძირითადი მიზანი.



„ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყოველთვის იქნება ბოლო დღემდე ჩვენი ძირითადი მიზანი. ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ ჩვენს დევნილებზე, მაგრამ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ მათი საკუთარ სახლებში დაბრუნება თითოეული ჩვენგანის უაღრესად დიდი მიზანი.



ყველაფერი ამის გასაკეთებლად რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება , რომელშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ და ამ დარწმუნებულობის უფლებას გვაძლევენ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი რეიტინგები ჩვენ ამას ვხედავთ, ჩვენ ვურთიერთობთ და ახლო კავშირი გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან და დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს, ხვალ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში“, - აღნიშნა პრემიერმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up