გიორგი გახარია - „ქართული ოცნების გუნდის  ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი

გიორგი გახარია - „ქართული ოცნების გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი

access_time2020-08-18 15:58:03

ქვეყნისთვის, სამწუხაროდ, აგვისტო, ბოლო წლების განმავლობაში, მძიმე თვეა. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა - აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალკაში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენაზე განაცხადა.

 

 მთავრობის მეთაურმა ეროვნული გმირის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

 

„მოგესალმებით, წალკელებო! ეს მიწა უაღრესად მშრომელი, ვაჟკაცი ხალხის მიწაა და რაც მთავარია, ის მრავალეროვნულობა, რომელიც წალკას ახასიათებს, ჩვენი სიძლიერის ყველაზე დიდი მაგალითია. ჩვენს მრავალფეროვნებაში ყოველთვის იყო საქართველოს სიძლიერე და ყოველთვის ასე იქნება. ეს ის ხალხია, რომელმაც შრომაც მაგარი იცის და ბრძოლაც. ქვეყნისთვის სამწუხაროდ, აგვისტო ბოლო წლების განმავლობაში მძიმე თვეა და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ - საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა დღეს. ეს ის ადამიანია, რომელმაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აჩვენა გმირობის უმაღლესი ხარისხი, თავდადების, სიცოცხლის, თავგანწირვის უმაღლესი მაგალითი და ჩვენი მოვალეობაა და ვალდებულები ვართ ისე გავაგრძელოთ ცხოვრება და შრომა, რომ ასეთი თავგანწირვა არც ერთ ქართველს, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს მომავალში არ დასჭირდეს და ჩვენ ისე გავამთლიანოთ და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რომ მოგვიწიოს მხოლოდ შრომა, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა წალკის, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რეგიონის როლს და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ფერმერს დაეხმაროს, ეს არ არის საკმარისი და კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი.

 

 

 

„მოგეხსენებათ, რომ ეს მიწა იმდენად მადლიანია, რომ შეუძლებელია, წალკაში არ ისაუბრო სოფლის მეურნეობაზე. შეუძლებელია, წალკაში ძირითადად არ ისაუბრო იმაზე, რომ ქართველი გლეხი უნდა იყოს ძლიერი ფერმერი. შეუძლებელია არ ისაუბრო იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ფერმერს დაეხმაროს, ეს არ არის საკმარისი და კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, რომლებითაც ჩვენ ხშირად სამართლიანად ვამაყობთ - „აწარმოე საქართველოში, „დანერგე მომავალი, „აგროკრედიტი და ბევრი რამ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს ის კუთხეა, რომელიც აწარმოებს ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქციას, არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ ექსპორტისთვის. ამიტომ, შესაბამისი სამინისტროების და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს ამ კუთხეში, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


მთავრობის მეთაურმა მმართველი გუნდის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი.

 

„ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნების გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანი, რომლის მსახურებაც საქართველოს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ძირითადი მიზანი. ჩვენს ბავშვებს უნდა ჰქონდეს ძლიერი განათლების სისტემა და ამიტომ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ განათლების სისტემის რეფორმირების სისწრაფეს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ განათლების რეფორმას დასჭირდება წლები.

 

 ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, იმიტომ, რომ ისენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც შრომით წლები შესწირეს ჩვენს ქვეყანას და მათ უნდა შეეძლოთ, ღირსეულად იცხოვრონ და გაატარონ თავიანთი მოხუცებულობა და ჰქონდეთ შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ერთად უნდა გვქონდეს სამართლიანი პირობები იმისთვის, რომ ვიშრომოთ ისე, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო ეხმარება გლეხს, იმისთვის, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაძლიერდეს რეგიონი, რაც შემდგომ ძლიერი ქვეყნის საფუძველია.

 

„რატომ მინდა, რომ დღეს ცოტა უფრო მეტი ვისაუბრო სოფლის მეურნეობაზე - ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ღარიბი ეკონომიკის შვილები ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს საშრომი იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა გახდეს ძლიერი. სახელმწიფო ქართველ გლეხს ეხმარება იისთვის, რომ რაღაც გამბედაობა მოიკრიბოს, რაღაც რისკები თავის თავზე აიღოს და დამოუკიდებელ ცხოვრებაში თავისი პატარა ბიზნესის კეთება დაიწყოს. იმიტომ, რომ იგრძნოს პირველი ნაბიჯების გადადგმის და დამოუკიდებელ ცურვაში წასვლის პასუხისმგებლობა. ამიტომ, სახელმწიფო ეხმარება სხვადასხვა პროგრამებით, შედარებით იაფი სესხით და ასე შემდგომ. ეს ის ხალხია, რომლებიც ხვალ და ზეგ უნდა გახდნენ წარმატებულები. გარდა თავის ოჯახზე ზრუნვისა, უნდა დაასაქმონ თავიანთი მეზობელი, მეგობარი და ასე უნდა გახდეს ძლიერი რეგიონი, რაც ძლიერი ქვეყნის საფუძველია, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა წალკაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ბევრი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია დაწყებული, რომელიც უნდა გაგრძელდეს.

 

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინფრასტრუქტურულად ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რადგან ჩვენი ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებას კიდევ წლები სჭირდება. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რამდენს ვაკეთებთ გზების რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კიდევ ბევრი წელი იქნება სამუშაო იმისთვის, რომ ქვეყანაში საბოლოოდ, მაგისტრალური, საქალაქთაშორისო და სოფლის გზები წესრიგში მოვიყვანოთ. რამდენს ვაკეთებთ და დავიწყეთ კეთება წყალმომარაგების და წყალარინების ნაწილში, თუმცა ეს პირველი ნაბიჯებია და ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგების ნაწილში სისტემური პრობლემა გვაქვს. რამდენი კეთდება საირიგაციო სისტემების წესრიგში მოსაყვანად და კიდევ იქნება გასაკეთებელი. სკოლების ინფრასტრუქტურამ რათა ჩვენმა შვილებმა ნორმალურად ისწავლონ. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ბევრი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული და ეს არჩევანი უნდა იყოს ის არჩევანი, რომელმაც უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ეს საქმეები გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე. სწორედ ამიტომ, ეს არჩევანი იქნება არა მხოლოდ წალკის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. ეს არჩევანი იქნება ის არჩევანი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად გავაგრძელოთ შრომა იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი დღე იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინდელი და ხვალინდელი დღე იყოს ბევრად უფრო უკეთესი, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერის თქმით, წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, იქნება წალკის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

 

„ამისთვის, დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც წარმოგიდგენთ - გოგი მეშველიანი, იქნება წალკის მუნიციპალიტეტის უაღრესად მნიშვნელოვანი ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად, რაც მთავარია თანაბარ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ეს იქნება საქართველოს გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up