გიორგი გახარია - „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება

გიორგი გახარია - „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება

access_time2020-10-30 18:30:00

იმის გამო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიცია თავის ქმედებებში არათანმიმდევრულია.

„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 8 მარტის შეთანხმება. ოპოზიციამ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხად დააყენეს პროპორციული საარჩევნო სისტემა. ადამიანებმა, რომლებმაც იბრძოლეს და გვიმტკიცებდნენ, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ იყვნენ მოწოდებულები. ადამიანებმა, რომლებმაც იბრძოლეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად და შემდგომ, 2024 წლიდან პროპორციული სისტემის. ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ კოალიციას ქვეყანაში ყველაზე მსხვილ, ყველაზე რეიტინგულ ძალასთან არ შევქმნითო - სრული არათანმიმდევრულობაა. როგორი არათანმიმდევრულობაა იცით? მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არევაა. ლოგიკა არ არის. დარბოდნენ მთელ მსოფლიოში, შეაწუხეს ჩვენი პარტნიორები, უყვებოდნენ ათას ზღაპრებს, აზიანებდნენ ქვეყანას. მერე თქვეს, რომ მათ გაიმარჯვეს, მიაღწიეს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ხვალ არჩევნები გვაქვს და დღეს რაღაცას აწერენ ხელს და ამბობენ, რომ თურმე კოალიციის შექმნის წინააღმდეგები არიან. არათანმიმდევრულობის პიკია.


იმის გამო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, რომელიც ამას აკეთებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას" კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ფაქტობრივად გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს ათწლეულების განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო.

„რაც შეეხება კოალიციას, ერთი რამე უნდა გვესმოდეს - როგორც კი მმართველი პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რაც წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო და ფაქტობრივად გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემა ნიშნავს პირდაპირ კოალიციის შესაძლებლობას. ყველა ის, ვინც პოლიტიკაშია ყველას ესმის, რომ მსგავს მმართველობით და პოლიტიკურ სისტემაში კოალიცია ჩვეულებრივი მოვლენაა. საბედნიეროდ, 2020 წლის არჩევნებში ჩვენ ასეთი კოალიცია არ დაგვჭირდება. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, იქ უკვე სრულად პროპორციული სისტემა იქნება და შემდეგ ვისაუბროთ,“- განაცხადა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up