არ ვიცი, რა სიტყვებით შევაფასო, როდესაც დღეს ქვეყანა რეალურად მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ერთად იბრძვის ორ ძირითად მიმართულებაზე, ფაქტობრივად, ორ ფრონტზე, რათა გადავარჩინოთ მოქალაქეების სიცოცხლე, ადამიანს გადავურჩინოთ ელემენტარული, სახლში შესატანი შემოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.
მისი თქმით, 2012 წლამდე თვითდასაქმებულის ცნება საერთოდ არ არსებობდა.
„ამ პირობებში, როდესაც ბატონ რომანს და მის პოლიტიკურ ძალას თვითდასაქმებული რა იყო საერთოდ არ აინტერესებდა, არც აღირიცხებოდა ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის ცნება, საერთოდ არავის არ აინტერესებდა და დღეს, მე ტყუილებით მედავებიან იმას, რომ თურმე თვითდასაქმებულებს ჩვენ ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ იმისთვის, რომ კრიზისის პერიოდში მათთვის სოციალური დახმარება გაგვეწია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
1tv.ge