გიორგი გახარია - პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ელემენტარულად გაფრთხილება ჩვენი ოჯახის წევრების და ახლობლების, არის ის შესაძლებლობა, რომელიც გვაძლევს ასევე ეკონომიკის დაცვის შესაძლებლობას

გიორგი გახარია - პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ელემენტარულად გაფრთხილება ჩვენი ოჯახის წევრების და ახლობლების, არის ის შესაძლებლობა, რომელიც გვაძლევს ასევე ეკონომიკის დაცვის შესაძლებლობას

access_time2020-10-15 22:00:00

ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, წლევანდელი არჩევნები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომდევნო 2-3 წლის პერიოდში, სამუშაო ადგილები და ეკონომიკა იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით არჩევნების შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არის ორი განზომილება - ადამიანის სიცოცხლე და რა თქმა უნდა, ეკონომიკა.

„ამიტომ არის ჩვენთვის ძირითადი ამოსავალი წერტილი და კრიტერიუმი, როდესაც ვირუსთან ბრძოლაში გადაწყვეტილებას, ან ტაქტიკას ვიღებთ, ან ვცვლით, სწორედ ეკონომიკა. ორი განზომილებაა - ადამიანის სიცოცხლე და რა თქმა უნდა, ეკონომიკა. ამას ხომ ყოველთვის ვამბობდით. ყველა ის ნაბიჯი, მაშინაც, პირველ ეტაპზეც, პირველი ტალღის დროსაც, მძიმე ჩაკეტვები, პირველ ეტაპზე იყო ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველას კარგად გვახსოვს, მაშინაც რამდენი საუბრები იყო და შეხედეთ დღეს საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებლებს, ბევრად უფრო უკეთეს ფორმაშია ვიდრე რეგიონში სხვა ქვეყნები. რატომ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მაშინ შევძელით, სამწუხაროდ, მძიმე ჩაკეტვით, ვირუსის სწრაფი გავრცელება და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი აგვერიდებინა თავიდან“, - აღნიშნა პრემიერმა.


გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სისტემა ამოუწურავი არ არის და არც ერთ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის.

„საჭირო იყო ის ელემენტარული მზაობა, რომელიც ჩვენ დაგვჭირდა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. არც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის. ამიტომ არის, რომ მოწოდება - პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ელემენტარულად გაფრთხილება ჩვენი ოჯახის წევრების და ახლობლების, არის ის შესაძლებლობა, რომელიც გვაძლევს ასევე ეკონომიკის დაცვის პირობებსაც, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია, თან გავაგრძელოთ ჩვენი ელემენტარული საბაზისო სოციალური ცხოვრება, ვმართოთ ვირუსი და შევინარჩუნოთ ეკონომიკის განვითარების რაღაც საჭირო მინიმალური ტემპები, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ, ჯერ-ჯერობით გამოგვდის. ეს არ არის ჩვენი მთავრობის დამსახურება, ეს ჩვენი ყველას დამსახურებაა. სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ცოტა მოვდუნდით და ეს ქალაქშიც გვეტყობა, ჩვენს მოქალაქეებსაც ეტყობათ. სამწუხაროდ, ბევრი არასაჭირო მობილობაა, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, მაინც ბევრი დაბადების დღეები და რიტუალური ღონისძიებებია. რაღაც პერიოდი თავი უნდა შევიკავოთ, პირველ რიგში, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ახლობლების და მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up