გიორგი გახარია - პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანაა, რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, მაქსიმალურად სამართლიანად გადაუნაწილოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჭირდება

გიორგი გახარია - პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანაა, რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, მაქსიმალურად სამართლიანად გადაუნაწილოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჭირდება

access_time2020-06-10 15:32:17

სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომლის დახმარებაც აუცილებელია ეკონომიკურადაც და რა თქმა უნდა, ფერმერს ახლა სჭირდება დახმარება იმიტომ, რომ თავი შევინახოთ, შევინარჩუნოთ და ერთ წელიწადში, როდესაც ყველაფერი ეს აღდგება, ფორმა არ დავკარგოთ და ვიყოთ ისევ მზად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რატომ არის სოფლის მეურნეობა მეორე დარგი, რომელსაც მთავრობა უნდა მიხმარებოდა. მისივე თქმით, ამას ჰქონდა მარტივი ახსნა.




„ტურიზმის გასაგებია, პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო. მეორე დარტყმა სოფლის მეურნეობამ მიიღო იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობას რაც ჰქონდა დაგეგმილი, მოეყვანა ვაშლი, თხილი, ყურძენი, ღვინო, კიტრი, პომიდორი - ეს ყველაფერი იყო იმ ტურიზმზეც გათვლილი, რომელიც ვერ ჩამოვიდა. სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტი დაახლოებით 300 000 000 არის. მესმის, რომ კიდევ უფრო მეტია საჭირო, მაგრამ, მთავრობის და ნორმალური, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანა ძალიან მარტივია. ის რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, სუსტი ეკონომიკით, მაქსიმალურად სამართლიანად გადაუნაწილოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება. მესმის, რომ 300 000 000 კი არა, შეიძლება 600 000 000 გვჭირდებოდეს და ამასაც ავითვისებთ. დღეს, ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და რამაც ყველას უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ თავი შევინახოთ, მუშაობა გავაგრძელოთ და მოვემზადოთ იმ უკეთესი პერიოდებისთვის, რომელიც ნამდვილად დადგება. ამ დახმარებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველ რიგში, მაქსიმალურად დავიწყეთ ეს პროცესი და საწვავის გაიაფება დიდი თემაა ძალიან და ესეც ვერ იქნება ერთ დღეში, მაგრამ ეტაპობრივად ყველა უნდა მიეჩვიოს, ქვეყანაში ყველა ბიზნესის წარმომადგენელი, რომ სოფლის მეურნეობას პირველ რიგში სახელმწიფო უნდა მიეხმაროს ასე ჰორიზონტალურად ყველას, საწვავის მაქსიმალურად გაიაფების ნაწილში ისევე, როგორც ეს ვაუჩერიზაცია ჰექტარ მიწაზე კარგი თემაა. ეს კარგად უნდა გამოვიყენოთ. 27 000-მა ფერმერმა გამოიყენა უკვე ეს, ისევე, როგორც ამ აგრო დიზელითაც სარგებლობენ. ესეთი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იქნება. ძალიან კარგად მახსოვს, ვაშლის ბაღებში რომ ვისხედით, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, წვეთოვანს რომ მიფინანსებთ, ჭაბურღილით დამიფინანსეთო და ეს გავაკეთეთ. იქიდან 2-3 იდეა წამოვიღეთ და ის წვეთოვანი გავაკეთეთ სწრაფად. ადამიანს, რომელსაც გვერდზე სარწყავი არ აქვს და ბაღები აქვს გაშენებული, რათ უნდა იმას წვეთოვნის დაფინანსება, თუ ჭაბურღილი არ დაუფინანსეს, საიდან უნდა მოიტანოს წყალი. ერთმა ჭკვიანმა ფერმერმა ეს გვითხრა, გავუკეთეთ და დავუფინანსეთ. ეს გვინდა ახლა თქვენგანაც. სხვა ყველაფერი იქნება წუწუნი - ვაიმე მომეხმარეთ, რა ვქნა, ვაიმე ტურისტი როდის ჩამოვა, ეს ყველაფერი როდის გამოსწორდება და სახელმწიფო, გამიუქმე ყველა გადასახადი, არაფრის გადახდა არ მინდა და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up