გიორგი გახარია - პანიკისთვის არანაირი საფუძველი  არ არსებობს - სისტემა მუშაობს საათივით

გიორგი გახარია - პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს - სისტემა მუშაობს საათივით

access_time2020-09-11 15:44:10

დღეის მდგომარეობით, გლობალურად, ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება. სამწუხაროდ, ინფიცირებულების რაოდენობა, თან მნიშვნელოვნად, იზრდება საქართველოშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, საქართველოში, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს, რამეთუ, როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს.



„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ, დღეს, რანაირი ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება, როგორც მძაფრი კრიტიკოსების, ასევე მხარდამჭერები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე.




სწორედ ამიტომ, დღეს, დილით, ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა და რაც მნიშვნელოვანია, ამ საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრა და გარკვეული ანალიზი მოვახდინეთ იმ პროცესების, რომელიც მიმდინარეობს გლობალურადაც და რა თქმა უნდა, საქართველოშიც. პირველი, რისი თქმაც აუცილებელია და უნდა გითხრათ, დღეს, საქართველოში, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს, რამეთუ, როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებითი ღონისძიებები, ან დამატებითი სიმკაცრე უკვე მიღებული ღონისძიებების აღსრულებაში, არ უნდა გამოვავლინოთ. დღეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინა იმ წესების დადგენის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ, მათი აღსრულების საქმეში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.



გიორგი გახარიას თქმით, გლობალურ პანდემიას, ცალკე აღებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მარტო ვერ გაუმკლავდება.



„ამიტომ, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეფექტური ადაპტაციის პროცესი - სწრაფი გამოვლენა ინფიცირების, სწრაფი მკურნალობა და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქის, სწრაფად, ნორმალურ სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ეს პრინციპი არსად არ წასულა და ამ პრინციპზე ვრჩებით.



როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი პანიკის, ვგულისხმობთ იმას, რომ ბოლო 5-6 თვე, ჩვენ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ყველა ის სისტემა, რომელიც სრულად არის ჩართული ეპიდემიის მართვაში, როგორც მენეჯმენტში, ლოგისტიკაში, ასევე ჰოსპიტალური სისტემის მართვაში ეპიდემიოლოგიური, ან კლინიკური მიმართულებით, დღეს არის აბსოლუტურად სხვა ფორმაში და სხვა მდგომარეობაში. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, მარტიდან, ეპიდემიოლოგები საქართველოში ახერხებდნენ, დღეში, დაახლოებით 200 PCR ტესტის გაკეთებას, დღეს ქვეყანაში, უპრობლემოდ, საშუალოდ, 8 000 PCR ტესტი კეთდება. ზუსტად, უახლოეს პერიოდში, ეს რაოდენობა გაიზრდება 10 000-მდე და თუ საჭირო იქნა, შემდგომ უკვე ამ რაოდენობის ზრდის პერსპექტივაც არსებობს. ჰოსპიტალურ სისტემაში უკვე ყველა პრევენციის მექანიზმი - 112, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდეგ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი - ეს სისტემა უკვე მუშაობს საათივით და აქ, არანაირი შეფერხება არ იქნება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up