გიორგი გახარია - პანდემიასაც დავამარცხებთ, როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც ღიად და დემოკრატიულად ჩავატარებთ

გიორგი გახარია - პანდემიასაც დავამარცხებთ, როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც ღიად და დემოკრატიულად ჩავატარებთ

access_time2020-10-28 00:16:52

პანდემიასაც დავამარცხებთ, როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც ღიად და დემოკრატიულად ჩავატარებთ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას და მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გეგმავს მთავრობა მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის საწყისი პერიოდისგან განსხვავებით, დღეს სულ სხვა რეალობაა და ამიტომ, მთავრობის ღონისძიებები იქნება წერტილოვანი.




„როდესაც პირველი ტალღის ეტაპზე გავატარეთ უმკაცრესი ღონისძიებები, იყო რამდენიმე ფაქტორი - გაურკვევლობის ხარისხი იყო ბევრად უფრო მაღალი. არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე და მარტო ჩვენ კი არა, მსოფლიომაც არ იცოდა, რასთან ჰქონდათ საქმე და მაშინ მკაცრი ჩაკეტვის ღონისძიებები ჩვენს გარდა ბევრმა სხვა ქვეყანამაც მიიღო. ელემენტარულად, დღეს თქვენ რომ პირბადე გიკეთიათ, იმ ეტაპზე, პირბადე იყო დეფიციტი. არა თუ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. გარდა ამისა, მაშინ ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა დღეში 200 PCR ტესტი. ხარისხიანი სწრაფი ტესტები არ არსებობდა. მაშინაც სპეკულირებდა ოპოზიცია ამ თემით. კიდევ ბევრი არგუმენტი შემიძლია ჩამოგითვალოთ. ჯანდაცვის სისტემა იყო სრულიად სხვა მდგომარეობაში - ელემენტარულად სასუნთქი აპარატების რაოდენობა იყო უდიდესი დეფიციტი.



დღეს სულ სხვა რეალობაა, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ - ჩვენი ღონისძიებები იქნება წერტილოვანი. ჩვენ არ გვითქვამს შეზღუდვებზე და ლოკდაუნებზე უარი, მაგრამ ეს არ იქნება სისტემური, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება წერტილოვანი, იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. სრულად არის გადალაგებული კლინიკური მართვის სისტემა და არის თავდაცვის რამდენიმე შრე. ეს არის პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმი, საკარანტინე სივრცეები, ეს არის კოვიდ-სასტუმროები, ჰოსპიტალური სისტემა. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ იმის მიუხედავად, რამდენი ინფიცირებული გვეყოლება, ყოველდღიურად, სისტემის მდგრადობამ ამას გაუძლოს. ყველა ქვეყნის ყველაზე განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის რესურსიც არის ამოწურვადი და ჩვენი მთავარი მიზანია არის ის, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც საქართველოს გააჩნია გადავანაწილოთ. ადამიანი, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, დაბალი ტემპერატურა აქვს და მსუბუქია, ეს ადამიანი უნდა იმართებოდეს ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში. ჩვენ ეს სპეციალურად შევქმენით. თუ ადამიანს არ აქვს იზოლაციის პირობები ბინაზე, მას შევიქმენით პირობები და გადაგვყავს კოვიდ-სასტუმროში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის ბევრ ქვეყანაში დამყარდა ანტი-რეკორდები. ქვეყნები ავიდნენ ათობით ათას ინფიცირების შემთხვევებზე. ამ ქვეყნების პირობებშიც სისტემური ლოკდაუნები არ ხორციელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.







დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში

დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში
access_time2021-06-22 20:47:09
დაზღვევის განათლების...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-22 21:00:51
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 238 დღიანი ხანგრძლივობის კომენდანტის საათი 1-ლი ივლისიდან უქმდება კომენდანტის საათი 1-ლი იბლისიდან გაუქმდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოსვე გადაწყვეტილებით 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება...

ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა მეზობელი ქვეყნისა და საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა

ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა მეზობელი ქვეყნისა და საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა
access_time2021-06-22 18:05:44
22 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.87 თეთრი 3.1566-მდე გამყარდა 3.1566-მდე გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი კურსის ცვლილებამ მხოლოდ 0.007 თეთრი შეადგინა და კურსი 3.1550-ით განისაზღვრა. ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა საერთაშორისო და მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაშიც გამყარდა, კერძოდ: ევროსთან: 1.13 თეთრით 3.7545-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.37 თეთრით 4.3810-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.81 თეთრით 4.31-40-მდე, აზერბაიჯანულ...

ურეკი ზაფხულის სეზონს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფონზე ხვდება

ურეკი ზაფხულის სეზონს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფონზე ხვდება
access_time2021-06-22 17:00:53
გადათხრილი გზები, მტვერი, ბუღი, ტრაქტორები, 30 ტონიანი მანქანები, ჩაბნელებული ქუჩები - ურეკში მდებარე სასტუმროების ნაწილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დაბაში ჩასულ სტუმარს ეს რეალობა დახვდება. კურორტზე არ არის გასართობი დაწესებულებები, კერძო სექტორი კი ამ მიმართულებით კვლავ არ...

თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა

თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა
access_time2021-06-22 16:20:32
„მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მედიის წარმომადგენლებს 26 მლნ ლარის ინვესტიციით აშენებული პურ–ფუნთუშეულის თანამედროვე საწარმო „ბრედფილდი“ დაათვალიერებინა და პურის ცხობის მთელი ციკლი გააცნო. საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ–ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ ოფიციალურად მალე გაიხსნება და როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს. „იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ...


მსგავსი სიახლეები

up