გიორგი გახარია - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მეტიც, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ

გიორგი გახარია - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მეტიც, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ

access_time2020-10-27 21:00:00

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მეტიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მაგრამ ეს უბრალოდ მიუღწევადია, ვერ მიაღწევენ ამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოთში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რა კომენტარს გააკეთებდა ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ სახელმწიფო ინტიტუტები ჩამოიშალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მისივე თქმით, ამ კითხვაზე მარტივი პასუხია - საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის ინსტიტუტების გაძლიერება და არა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები დაანგრიონ, ის ინსტიტუტები, რომლებიც მოქალაქეებზე ზრუნავენ.




პრემიერის განცხადებით, დღეს, როდესაც გლობალური პანდემიაა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პარალელურად, იმავე დარტყმებს აყენებენ პოლიციას და ჯარს.



„მარტივი პასუხია თქვენს კითხვაზე - სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც საერთოა, დღეს, როდესაც გლობალური პანდემიაა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უბრალოდ ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენონ ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. პარალელურად, იგივე დარტყმებს დღეს აყენებენ პოლიციას, პარალელურად, იგივე დარტყმებს აყენებენ ჯარს. თქვენ რა გგონიათ, ექიმები არ ცდებიან? თუ ფიქრობთ რომ პოლიცია შეუცდომელია? ფიქრობთ რომ მე ვარ შეუცდომელი? ან იქნებ თქვენ ხართ შეუცდომელი? ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ამ ქვეყნის ინსტიტუტების გაძლიერება და არა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები დავანგრიოთ, ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ექიმები, პოლიციელები, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ იდგნენ და ჩვენს მოქალაქეებს სიცხეს უზომავდნენ, ინფიცირებული მოქალაქეების კავშირებს ადგენდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეპიდემიის გავრცელება მაქსიმალურად შეგვემცირებინა, ეს პოლიციელები დღეს, იმიტომ რომ 3 დღეში არჩევნებია არიან უბრალოდ ამორალური დარტყმების ქვეშ. მეტსაც გეტყვით - შეუძლებელია, ამომრჩეველმა არ დაინახოს ამის რეალური მოტივი რა არის. ამას ყველა კარგად ხედავს, რადგან ეს ის პოლიციაა, ეს ის ექიმები და სამხედროები არიან, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩევლებს იცავენ და ერთი რამე იცოდეთ, ხალხი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. ბევრს დავდივარ მე რეგიონებში და მარტივია, იცით როგორ აშკარად ჩანს? დღეს, მაგალითად მთავრობა და ხელისუფლება ყველაზე მეტად არის დაინტერესებული იმაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მძიმე დამნაშავე, რომელმაც მძევლები აიყვანა, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაკავებული. ჩვენი მოქალაქეების ინტერესიც იგივეა, ოპოზიციის ინტერესი ეს არ არის. ოპოზიცია დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს ეს პროცესი, ზოგიერთი ტელევიზია ხელსაც უშლის ამ პროცესს, იმიტომ რომ არჩევნებამდე საჭორაო საგანი იყოს. ზუსტად იგივეა ეპიდემიოლოგიურად. როგორ შეიძლება არსებობდნენ ადამიანები ქვეყანაში, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავენ სახეზე, გამომეტყველებაზე, როდესაც ხედავენ ჩვენი მოქალაქეების ინფიცირების რაოდენობის ზრდას, ან ადამიანები, რომლებიც ხან ტესტების რაოდენობას იყენებენ საკრიტიკოდ ხან კიდევ საერთოდ გაუგებარ რაღაცეებს. მესმის მეგობრებო, რომ სულ 3-4 დღეში იქნება არჩევნები. უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ, თან დამაჯერებლად იმარჯვებს „ქართული ოცნება", შესაბამისად, არ გადააყოლოთ ამ არჩევნებში დამარცხებას თქვენი მომავალი, იცოდეთ, რომ მოსახლეობა და მოქალაქეები ყველაფერს ხედავენ და ამას საბოლოო ჯამში შეფასება ექნება უკიდურესად მკაცრი, დარწმუნებული ვარ ამაში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up