გიორგი გახარია - ოპოზიციიდან ბევრი გაფორმდა მედიაში, რათა „ჯიგრულ პონტში“ აეღოთ ნებართვა და კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ

გიორგი გახარია - ოპოზიციიდან ბევრი გაფორმდა მედიაში, რათა „ჯიგრულ პონტში“ აეღოთ ნებართვა და კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ

access_time2020-06-05 19:15:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საშვის მოსაპოვებლად გაფორმდნენ მედიაში და როგორც ჟურნალისტებმა, საშვი მიიღეს.

 

„ახლა მოგიყვებით ერთ სახალისო რაღაცას, პარლამენტში ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა – ანგარიშის წარდგენა. ესეიგი, ამ ოპოზიციამ, რომელსაც მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, ოპოზიციას და ოპონირებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან ეს არის განვითარების ერთადერთი გზა იმიტომ, რომ კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია, პირველ რიგში – პროგრესის. „ჯიგრულ პონტშიო“, გახარიამ თქვა კორუფციაზეო, სინამდვილეში, ვთქვი საშვის დაშვებაზე.

 

ახლა, ეს ჩვენი ოპოზიცია, რომლებმაც ეს თქვეს, თურმე ისეთი ანგელოზები არიან, ზუსტად ვიცი ბევრი მათგანი, რომელიც იმ დროისთვის რომ საშვი მოეპოვებინა, „ჯიგრულ პონტში“ წავიდა, მედიაში გაფორმდა, როგორც ჟურნალისტმა მიიღო საშვი და მოძრაობდნენ“,- განაცხადა გახარიამ.

 


კითხვაზე, ფარცხალაძეზე რატომ არ დაუშვით „ჯიგრულ პონტში“ საშვი, გახარიამ უპასუხა, რომ  ფარცხალაძე დაჯარიმებული იყო.

 

„იმიტომ, რომ მე „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ საშვებს და ჩემთვის ასეთი ქმედებები, ნაბიჯები არის უკიდურესად მიუღებელი, ამორალურია, არ ვაკეთებ, ჩემს ფასეულობებს ეწინააღმდეგება. აღარ ვუთხარი იქ, უბრალოდ არ მინდოდა, ისედაც უშინაარსო იყო. ბევრი მათგანი, იქ რომ ისხდნენ, ხელზე დაიხვიეს და რაღაც ისტორიები შექმნეს, გაფორმდნენ მედიაში, რათა ჯიგრულ პონტში აეღოთ ნებართვა და შემდეგ ქალაქში კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ“,- განაცხადა გახარიამ.

 

წყარო: პირველი არხი





მერია რესტორნებსა და კლუბებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს

მერია რესტორნებსა და კლუბებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს
access_time2020-07-15 12:19:11
კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება.   „ჩვენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა
access_time2020-07-15 11:00:57
უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers international Georgia-მ  პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და რეაბილიტაციის ეტაპზე უძრავი ქონების ტრანზაქციების კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევაში ჩანს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების მაჩვენებელი მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო, ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აპრილის ბოლო კვირას დაფიქსირდა. 6 მაისიდან, როდესაც იუსტიციის სახლები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ბინების ტრანზაქციების...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...


მსგავსი სიახლეები

up