გიორგი გახარია - მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რათა საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს

გიორგი გახარია - მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რათა საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს

access_time2019-12-13 17:46:19

ჩვენი თანამშრომლობა, დაფუძნებული ეკონომიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ძირითად მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე იმას, რომ ჩვენი ქვეყნები დარჩნენ ევროპული სივრცის ნაწილად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრანის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ყოველთვის აფიქსირებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო მხარდაჭერას.



გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგს - პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას.



„ეს გახდება ყველაზე ეფექტური პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენმა მთავრობებმა, სამინისტროებისა და უწყებების დონეზე, სხვადასხვა სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, უსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურა - ითანამშრომლონ და შედეგებს მიაღწიონ კიდევ უფრო ეფექტურად, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




პრემიერის შეფასებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ეფექტურ ეკონომიკურ თანამშრომლობას უნდა დაეფუძნოს და საქართველოს მთავრობა მზად არის, უფრო მეტს მიაღწიოს ვაჭრობის, ტრანსპორტის, განვითარების სფეროში და სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით.



„ჩვენ მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა უკრაინასა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მეტი შედეგების მომტანი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.



„ჩვენი თანამშრომლობა ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს, რამეთუ, ეს სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ერთად უფრო მეტს შევძლებთ, ჩვენი ქვეყნების ევროპული მიმართულებით ინტეგრაციისთვის. მივესალმებით და მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობაში არსებულ ფორმატს, როდესაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობენ იმისთვის, რომ შედეგს უფრო სწრაფად და ეფექტურად მიაღწიონ. საქართველოს მთავრობა მზად არის, ყოველდღიურად იმუშაოს იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის იყოს კონკრეტული შედეგის მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.



საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.







დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ
access_time2020-01-25 15:00:06
“სამი წლის წინ ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, რაც მოგვყავდა...


მსგავსი სიახლეები

up