გიორგი გახარია - მთიანი აჭარა, თავისი სტუმარ-მასპინძლობით, ბუნებით, განვითარების პოტენციალით, ბათუმთან ერთად, უნიკალური პოტენციალის მატარებელი კუთხეა საქართველოში

გიორგი გახარია - მთიანი აჭარა, თავისი სტუმარ-მასპინძლობით, ბუნებით, განვითარების პოტენციალით, ბათუმთან ერთად, უნიკალური პოტენციალის მატარებელი კუთხეა საქართველოში

access_time2020-08-30 16:47:12

მთიანი აჭარა, თავისი სტუმარ-მასპინძლობით, ბუნებით, განვითარების პოტენციალით, რა თქმა უნდა, ბათუმთან ერთად, არის უნიკალური პოტენციალის მატარებელი კუთხე საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხულოში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატის ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს კუთხე, ქვეყნისთვის ყოველთვის სამაგალითო იყო.

„მოგესალმებით აჭარის და საქართველოს ულამაზეს კუთხეში, ხულოში. პატივია, აქ, თქვენთან ყოფნა და საუბარი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში,  მომავალზე, მაგრამ, სანამ ამ საუბარზე გადავალთ, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს კუთხე ქვეყნისთვის ყოველთვის იყო სამაგალითო. მთიანი აჭარა, თავისი სტუმარ-მასპინძლობით, ბუნებით, განვითარების პოტენციალით, რა თქმა უნდა, ბათუმთან ერთად, არის უნიკალური პოტენციალის მატარებელი კუთხე საქართველოში. ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, თქვენი წარმატება და ის, რაც ბათუმსა და აჭარაში ხდება, აჭარის განვითარება, ყოველთვის იყო, არის და იქნება საამაყო თითოეული ქართველისთვის. ეს ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ ხულოში და ხაზი გაუსვა, რომ ის, თუ რა გაკეთდა ხულოს მუნიციპალიტეტში, ამას ყველა ხედავს და არ სჭირდება დამატებითი სიტყვები.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაპირება იყო ისეთი, რომელიც ცოტა უფრო ადრე უნდა განგვეხორციელებინა, როგორიც არის, მაგალითად ხულო-ზარზმის გზა, მაგრამ ახლა, აქ ვართ ყველა და ყველამ უნდა იცოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადრე უნდა დაწყებულიყო და ადრე დამთავრებულიყო, უახლოეს 3 წელიწადში, ეს გზა დაიწყო უკვე და დასრულდება. ეს არ არის დაპირება, ეს უკვე საქმეა. ეს ისეთი საქმეა, რომელიც ჩვენ, ბევრი დავიწყეთ და დასასრულებელი გვაქვს, ისევე, როგორც ხულოს და მაღალმთიანი აჭარის, საერთოდ, გაზით მომარაგება. მაგისტრალური გაზი აქ უკვე გამოყვანილია, დაერთება დროის საკითხია და ესეც, სისტემური ინფრასტრუქტურის მოგვარების თემაა. შემდეგი თემაა სასმელი წყალი, რომელიც ასევე უნდა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყველამ ჩვენს მომავალ თაობაზე, ინფრასტრუქტურულად სკოლები მოვიყვანოთ წესრიგში, ავაშენოთ ახალი საბავშვო ბაღები და ა.შ ეს ყველაფერი არის ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და ამის გაკეთების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ხულოში და მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს, არაფრით უნდა განსხვავდებოდეს ადამიანისგან, რომელიც ბათუმში ან თბილისში ცხოვრობს. მათ თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, იმის მიუხედავად, რა წინააღმდეგობები გველის წინ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარია, რომ ერთად, კეთილსინდისიერად და სამართლიანად მოვუაროთ ამ კუთხეს და ამ ქვეყანას იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო იყოს ეკონომიკურად ძლიერი, გამართული ევროპული სახელმწიფო.

„არ იქნება მარტივი, პანდემიაა, ეკონომიკური კრიზისია, ყველა კარგად ვხედავთ, მაღალმთიან აჭარას როგორ დაეტყო ტურისტის შემცირება. ჩვენ ახლა გადასული ვართ შიდა ტურიზმის სტიმულირებაზე, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. მთავარია ის, რომ უნდა გვჯეროდეს და ვიცოდეთ, რომ ერთად, კეთილსინდისიერად და სამართლიანად უნდა მოვუაროთ ამ კუთხეს და ამ ქვეყანას იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო იყოს ეკონომიკურად ძლიერი, გამართული ევროპული სახელმწიფო. ეს არის ის, რაც უნდა დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს და ჩვენს შვილებს.

დარწმუნებული ვარ, ამაში თქვენი არჩევანიც მოგვეხმარება, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ წარმოადგენს ხულოს ხმას როგორც საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში. ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ კარგად იცნობთ და რომლებსაც თავისი ცხოვრებით, განვლილი გზით დაუმტკიცებიათ, რომ პირველ რიგში ზრუნავენ მაღალმთიან აჭარაზე, ხულოელებზე და რაც მთავარია, ადამიანზე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ 31 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიანად. გამარჯვებას გისურვებთ!“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.



1ტვ

თეგები:
გახარია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up