გიორგი გახარია მთავრობის წევრებს - ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, რა თქმა უნდა, უჭირთ, ბევრ ადამიანს, უბრალოდ, შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა

გიორგი გახარია მთავრობის წევრებს - ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, რა თქმა უნდა, უჭირთ, ბევრ ადამიანს, უბრალოდ, შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა

access_time2020-06-04 13:36:21

ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, კრიზისად გამომდინარე, რა თქმა უნდა, უჭირთ, ბევრმა დაკარგა შემოსავალი და ბევრ ადამიანს, უბრალოდ, შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გლობალური პანდემია და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია ცალკე აღებული პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად.



„სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ პირველი ღონისძიებები და ჩვენი ეკონომიკური რეაქციის, პოსტ ეკონომიკურ კრიზისზე რეაგირების პირველი ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო მაქსიმალურად დაფარვის მქონე ღონისძიებების მიღება, რაც გახლდათ, პირველ რიგში, კომუნალური გადასახადები, სესხების გადავადება, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე კომპანიებისთვის. ამან ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეგო დრო, უკეთესად გავრკვეულიყავით ამ გამოწვევის სირთულეებში და შემდგომ უკვე გვქონდა კონკრეტული, მიზნობრივი სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ და რომელსაც ჩვენი მოქალაქეები უკვე იღებენ. გარდა ამისა, ჩვენ წარმოვადგინეთ 4 ყველაზე უფრო დაზიანებულ სექტორში ანტიკრიზისული გეგმა და ყოველთვის ვამბობდით, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური სტრატეგია ეს არის სხვა ისტორია, ეს არის სხვა გეგმა და ამას სჭირდება სხვა დონის მუშაობა. სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის წევრები ჩართული არიან იმ პლატფორმებში, რომელიც ჩვენ შევქმენით ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშაობის. ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მოკლევადიანი, საშუალოვანი და გრძელვადიანი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და რომელზეც გარდა ჩვენი ადგილობრივი ექსპერტებისა, მუშაობენ კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტის საუკეთესო მეცნიერები და ასევე, new York-ის deloitte-ის ანალიტიკოსები ჩვენს ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად. ამ გეგმას, დასრულებისთანავე, პირველი სამუშაო ვარიანტს, განსახილველად გამოვიტან ჩვენს მოქალაქეებთან. ეს არის ის გეგმა, რომელიც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, პოსტ პანდემიურ ეკონომიკაში, რომლის კონტურებიც ჯერ არც თუ ისე კარგად არის ცნობილი, გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და ეფექტური", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს მოუწოდა, რომ ის აქტიური მუშაობა, რაც მიმდინარეობს ჩვენს კოლეგებთან, როგორც ლონდონის და კემბრიჯის უნივერსიტეტის, ასევე deloitte-ის წარმომადგენლებთან, გააგრძელონ და გაააქტიურონ.



„ჩვენ გვაქვს დაახლოებით ერთი თვე იმისთვის, რომ ამ გეგმის პირველი მონახაზი გვქონდეს და შემდეგ კიდევ ერთი თვე, რომ ჩვენს ადგილობრივ ექსპერტებთან ამ გეგმას საბოლოო სახე მივცეთ და უკვე დავიწყოთ ფიქრი ამ გეგმის განხორციელებაზე, როგორც წლევანდელ საბიუჯეტო წელს ჩვენ გვექნება გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი, მაგრამ ძირითადი აქცენტი ჩვენ გვექნება შემდგომი წლის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up