გიორგი გახარია - მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ეკონომიკაზე და ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია

გიორგი გახარია - მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ეკონომიკაზე და ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია

access_time2020-07-14 14:41:02

მე არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი რამდენიმე მიზეზის გამო. მიზეზი ნომერი ერთი, რომ მართლაც, დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალ საწარმო, რომელიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავრობის საზრუნავი, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა.

 

 

„ეს არის დღეს ჩვენი პრიორიტეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ შემოსავალი დააკლდათ ოჯახში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ იმასთან ერთად, რომ არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

გიორგი გახარიას თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად 4 თვეში შეიქმნება 3 000 სამუშაო ადგილი, ეს საწარმო ამოქმედდება და ეს არის სერიოზული მიღწევა რეგიონისთვის და ქალაქისთვის.

 


 

„მე ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენი ვიყავი, როდესაც „აჭარა ტექსტილი იწყებდა მუშაობას და ეს თანამშრომლობა იყო ძალიან დინამიური. ეს იყო საწარმო, ჯერ აჭარაში, შემდგომ იყო ფოთში, მათ შორის ქობულეთში და ეს არის მე-4 საწარმო დღეს, აქ, რომელიც ფაქტობრივად, ქართული მსუბუქი მრეწველობის ავანგარდია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ასე დარგობრივად, სექტორულად უნდა მივყვეთ. ეს არის საწარმო, რომელიც ამზადებს, კერავს საექსპორტო პროდუქციას, -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს, მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ეკონომიკაზე, ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და რაც მთავარია, კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

 

 

„ეს არის, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა. ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს, გამოიყენებენ და ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები და სპორტსმენები. ეს არის ის, როდესაც ჩვენ, ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ, როდესაც აწერია ნაწარმს, პროდუქტს, რომ ნაწარმოებია საქართველოში. გავუფრთხილდეთ ბიზნესს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება. გილოცავთ და ვულოცავ რუსთაველებს ამ დიდ მიღწევას, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

რუსთავის საწარმო - „ქართლი ტექსტილი სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად 4 თვეში სრული დატვირთვის ამუშავდება და საქართველოს 3 000 მოქალაქეს დაასაქმებს.

 

 

ტერიტორია, სადაც საწარმო იფუნქციონირებს, კომპანიას  სახელმწიფომ გადასცა. „ქართლი ტექსტილი   მთლიანი ინვესტიციის, 20 მლნ ლარის ნახევარი (10 მლნ) ეკონომიკის სამინისტროს - „აწარმოე საქართველოში პროგრამის  ფარგლებში მიღებული სესხია.

 

 

საწარმო - „ქართლი ტექსტილი  „აჭარა ტექსტილს ეკუთვნის, რომელსაც  ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. „აჭარა ტექსტილი წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვან  საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. დასაქმებულია 3500 ადამიანი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up