გიორგი გახარია - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, რომ მიუხედავად კრიზისისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ

გიორგი გახარია - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, რომ მიუხედავად კრიზისისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ

access_time2020-06-10 18:23:40

სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ სტიმულს, გააგრძელონ ან დაიწყონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რითაც პირველ რიგში ადგილობრივ, შემდეგ კი მსოფლიო ბაზარზე შესაბამის ადგილს აუცილებლად დავიკავებთ და ეკონომიკას გავაძლიერებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქარელში მდებარე ხილის გადამამუშავებელი კომპანია „ქარელის ხილის“ საწარმოში დასაქმებულებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანია წარმატებული წარმოების კარგი მაგალითია, ის ყოველწლიურად 75 ტონა სხვადასხვა დასახელების ჩირს აწარმოებს და პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გააქვს.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, რომ მიუხედავად კრიზისისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ, ხოლო ფერმერებს შეფერხებების სწრაფად გადალახვის შესაძლებლობა მიეცეთ.



კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 1ჰა ატმისა და 10ჰა ქლიავის ბაღები გააშენა და 50 ათას ლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა. საწარმოს გაყიდვების საერთო მოცულობა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 65%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ის პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ჩირი შეფუთული სახით შესთავაზა. საწარმოში 45 ადგილობრივია დასაქმებული.


პრემიერ-მინისტრი საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად იმყოფებოდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up