მოსახლეობამ მეტნაკლებად უსაფრთხო გარემოში უნდა იცხოვროს. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღდგომის დღესასწაულის დღეებში, პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა:
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უპირველეს ყოვლისა აქვს იმის ვალდებულება, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნოს. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენს ეკლესიას და რწმენას ჩვენი უპირველესი ვალდებულება მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ“, - აღნიშნა გახარიამ.