გიორგი გახარია - მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას და მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ

გიორგი გახარია - მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას და მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ

access_time2020-01-23 21:45:51

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.



საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზიტის ფარგლებში კონკრეტულად საუბარი შედგა იმ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოთი, ან რომელთა საქართველოში შემოსვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.



„შედგა შეხვედრა „კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტთან, რომელმაც კონკრეტულ საინვესტიციო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, ჩვენ სრული მხარდაჭერა აღვუთქვით ახალი პროექტების განხორციელებას, რადგან ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. ასევე, შეხვედრა გვქონდა „სითიგრუპის“ წარმომადგენლებთან, რომლებთან ერთადაც ვიმსჯელეთ საქართველოს ფინანსური სექტორის მდგრადობისა და შემდგომი განვითარების შესახებ, იმ რეფორმებზე, რომლებსაც ვატარებთ ფინანსურ სექტორში. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აფასებენ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.




საქართველოს პრემიერის თქმით, შეხვედრები გაიმართა ენერგეტიკის სექტორის მსხვილ კომპანიებთან.



„განახლებადი ენერგია დღეს ტრენდული მიმართულებაა მსოფლიოში. ბევრი წინადადება გვაქვს საერთო პროექტების თვალსაზრისით. საქართველო ატარებს ენერგეტიკის სფეროში ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმას, რაც დიდ ინტერესს იწვევს კომპანიებში, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილებაც და ამავდროულად სურვილი, ახალი პროექტები განახორციელონ საქართველოში. შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელ „კამილ ბლოშს“ უკვე შერჩეული აქვს საქართველოში 650 ჰექტარი მიწა, რომელზეც თხილის პლანტაციების პროექტს განახორციელებს. იმედი მაქვს, ყველა შეხვედრას, რომელიც ვიზიტის ფარგლებში ჩავატარეთ, მოჰყვება შემდგომი გაგრძელება და დასრულდება კონკრეტული შედეგებით“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.



1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up