გიორგი გახარია - მიუხედავად ზოგიერთი ვაი ექსპერტის მოწოდებისა, საარჩევნო პროცესი ხელშეუხებელია და თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, პირბადით, დისტანციის დაცვით, არის პრიორიტეტი

გიორგი გახარია - მიუხედავად ზოგიერთი ვაი ექსპერტის მოწოდებისა, საარჩევნო პროცესი ხელშეუხებელია და თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, პირბადით, დისტანციის დაცვით, არის პრიორიტეტი

access_time2020-10-07 15:00:00

ჩვენ პირბადე უნდა გავიკეთოთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ პირველ რიგში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა და სამუშაო ადგილების აღდგენა სხვებთან შედარებით უფრო ეფექტური და სწრაფი იყოს, რასაც აქამდეც სხვებთან შედარებით ბევრად უკეთ ვაკეთებდით და რასაც ვაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, კორონავირუსის მართვის პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტია ადამიანის სწრაფად დაბრუნება ეკონომიკურ ცხოვრებაში.



როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის ნაწილდება.



„ეტაპები გააზრებულად, თანმიმდევრულად სრულად არის სტრუქტურირებული. ჩვენ ვამბობთ, რომ პირველი ეტაპი არის სწრაფი გამოვლენა, ეს ეხება პირდაპირ მიზნობრივი ტესტირების ხარისხს, მეორე ეტაპია სწრაფი მკურნალობა, რომელიც ეხება კლინიკური მართვის პროცესის უფრო ეფექტურად მორგებას დღევანდელი ადაპტაციის ეტაპისთვის და მესამე ეტაპია ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფად დაბრუნება. აქ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წესების დაცვა. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე კომპონენტი გვემატება - პირველი არის საარჩევნო-პოლიტიკური პროცესი, რომელსაც არ და ვერ გავაჩერებთ. მიუხედავად ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა, ეს არის ხელშეუხებელი პროცესი და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, პირბადით, დისტანციის დაცვით, არის პრიორიტეტი, რომლითაც საქართველომ მთელს მსოფლიოს უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა, მთავრობა, მოქალაქე, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციები ზედმიწევნით იცავენ წესებს და აქვთ დისციპლინის მაღალი ხარისხი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებსაც - ეს არის თერმოსკრინინგი და შესაძლებლობის შესაბამისად, მაქსიმალურად დისტანციურად მუშაობა.



„თუ რომელიმე თანამშრომელი არის ინფიცირებულის კონტაქტი, მას უნდა მივცეთ საშუალება და მოვუწოდოთ, გადავიდეს თვითიზოლაციაში, ეს არის ელემენტარული წესების დაცვა. საჭიროა სამუშაო ადგილზე დისტანციიის დაცვა, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება და ა.შ. რაც შეეხება მოქალაქეებს, მათი მხრიდან მარტივი წესებია დასაცავი, პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო - 8 თვე გავიდა პანდემიის დაწყებიდან და ვერავინ, ვერც ერთმა უძლიერესმა სისტემურმა სახელმწიფომ თავის მოქალაქეს ვერ შესთავაზა უფრო ეფექტური და ქმედითი წესები, მკურნალობის უფრო ეფექტური ხერხი ან თავდაცვის საშუალება, გარდა პირბადის ტარების, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური წესების დაცვისა. ამიტომ, იმ შემთხვევაში, როდესაც ელემენტარული სიმპტომები გვიჩნდება, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, მივმართოთ ოჯახის ექიმს, პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ან დავრეკოთ 112-ზე. ყველა დონეზე სრულად დატრენინგებული არიან შესაბამისი თანამშრომლები, როგორ უნდა მართონ ადამიანი, როდესაც მას გაუჩნდება სიმპტომები, რა შემთხვევაში უნდა იყოს ბინაზე მკურნალობა და რა შემთხვევაში ტესტირება და სტაციონარში გადაყვანა. ეს ყველაფერი მკაფიოდ დალაგებულია და მუშაობს. ჩვენი მოქალაქეებისადმი მოწოდებაა, დავიცვათ წესები, რომელსაც ჩვენი ექიმები გვთავაზობენ“, - აღნიშნა პრემიერმა.



რაც შეეხება მაღალი რისკის ჯგუფის მოქალაქეებს - ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იქნება როგორც სამედიცინო სექტორის მხრიდან, ასევე საჭიროა მათთან მიმართებაში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა.



„საბოლოო ჯამში, მოქალაქეების პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა; როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციების პასუხისმგებლობაა - მაღალი ხარისხის დისციპლინა. თითოეული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირადი პასუხისმგებლობა იქნება რამდენად ეფექტურად იმართება კოვიდის რისკები იმ პროტოკოლების შესაბამისად, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დამტკიცებული აქვს, ერთხელ უკვე დაგზავნილია ყველგან და კიდევ ერთხელ დავაგზავნით. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ის მოიცავს სწრაფ გამოვლენას, რაც ნიშნავს ტესტირების ეფექტურ და მიზნობრივ მართვას; სწრაფ მკურნალობას, რაც ნიშნავს კლინიკური პროცესის ეფექტურ მართვას და მესამე, რა თქმა უნდა, ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფ დაბრუნებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up