გიორგი გახარია - მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა

გიორგი გახარია - მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა

access_time2020-06-05 17:25:06

მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და კარგად ხედავთ, რიკოთის უღელტეხილზე რა სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, იმერეთში სტუმრობისას განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მოახერხებს, რომ იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელიც მართავს ინფექციის გავრცელების რისკებს და მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად, ფრთხილად და გონივრულად აღადგინოს.


„ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესაბამისად, ჩვენ რეგიონებში ვათვალიერებთ, როგორ მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ანტიკრიზისული გეგმა გავაცნოთ თითოეულ მოქალაქეს და ვნახოთ, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, ტემპი როგორია. გასაგებია, რომ პანდემიიდან გამომდინარე, სამი თვის განმავლობაში ეს ტემპი დავკარგეთ, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და კარგად ხედავთ, რიკოთის უღელტეხილზე რა სამუშაოები მიმდინარეობს. ვნახეთ ქუთაისის შემოვლითი გზა, რომელიც დინამიურად ვითარდება და პირველ ეტაპზე, ივლისში ექნებათ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, რომ გამოიყენონ და ისარგებლონ ამ გზით. ასევე ვნახეთ ქუთაისის აეროპორტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ ტურიზმი ასე სწრაფად ვერ აღდგება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სერიოზული პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით და ავიაციას, როგორც ბიზნესს უჭირს, მაგრამ ჩვენ აქ დრო არ უნდა დავკარგოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აეროპორტი დროულად იყოს ჩაბარებული. ეს ყველაფერი დაბრუნდება. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელიც მართავს ინფექციის გავრცელების რისკებს და მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად, ფრთხილად და გონივრულად აღვადგინოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერის თქმით, ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში დიდი რესურსების ინვესტირება მოახდინა, საქართველოს, როგორც საუკეთესო ტურისტული ქვეყნის მსოფლიოსთვის გასაცნობად და ამ ყველაფერს უნდა დაემატოს ის, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად მართავს ვირუსს.


„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში იმდენი ენერგიის და რესურსების ინვესტირება მოვახდინეთ, საქართველოს, როგორც საუკეთესო ტურისტული ქვეყნის მსოფლიოსთვის გასაცნობად, ჩვენი ბევრი ტრადიციებით, კულტურით, ბუნებით, მეღვინეობით, სამზარეულოთი, ყველაფერით, ამას ყველაფერს უნდა დავამატოთ ის, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად მართავს ვირუსს და შეუძლია გახსნას შესაძლებლობები საერთაშორისო მოგზაურებისთვის, უსაფრთხოდ მიიღოს და უმასპინძლოს მას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up