მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ეკლესიას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი მოვალეობაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სიცოცხლე, რათა შევქმნათ უსაფრთხო გარემოს პირობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ეკლესიის მიზანიც არის იგივეა.
„მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ეკლესიას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი მოვალეობაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სიცოცხლე, რათა შევქმნათ უსაფრთხო გარემოს პირობები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივეა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომუნიკაციაში პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა გახარიამ.