გიორგი გახარია - მეორე ტალღის პირობებში, ბალანსის დაჭერა წესების დაცვასა და წერტილოვან შეზღუდვებს შორის არის ვირუსთან გრძელვადიანი გამკლავების ერთადერთი სწორი სტრატეგია

გიორგი გახარია - მეორე ტალღის პირობებში, ბალანსის დაჭერა წესების დაცვასა და წერტილოვან შეზღუდვებს შორის არის ვირუსთან გრძელვადიანი გამკლავების ერთადერთი სწორი სტრატეგია

access_time2020-10-19 15:47:06

სტუდენტების მოთხოვნა სხვადასხვანაირია. ზოგი ხედავს რისკს სწავლის პროცესის გაგრძელებაში, ზოგი პირიქით- ითხოვს სწავლის პროცესის გაგრძელებას, დაწყებას. პირველკურსელებისთვის საერთოდ ამას ხომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და მათ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ამიტომ მათ აქვთ ამ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში, ისიც კონკრეტული წესების უმკაცრესი დაცვით, სხვა ყველაფერი შესაძლებელია უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რისი გათვალისწინებითაც მას შეუძლია გააგრძელოს დისტანციური ან აუდიტორიებში სწავლება.


„ჩვენ ვთქვით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში, ისიც კონკრეტული წესების უმკაცრესი დაცვით, სხვა ყველაფერი შესაძლებელია უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რისი გათვალისწინებითაც მას შეუძლია გააგრძელოს დისტანციური ან აუდიტორიებში სწავლება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და როდესაც ადაპტაციაზე ვსაუბრობთ როგორ წარმოგიდგენიათ. ვამბობთ, რომ ვაქცინა არ არის, ვერავინ გვეუბნება როდის იქნება ზუსტად, ვამბობთ, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ბალანსის დაჭერა წესების დაცვასა და წერტილოვან შეზღუდვებს შორის არის ერთადერთი სწორი სტრატეგია ვირუსთან გრძელვადიანი გამკლავებისა, მეორე ტალღის პირობებში, რა თქმა უნდა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა უნდა გადაწყვიტონ იმ გარემოებებიდან და რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ, თუ როგორ გააგრძელებენ სწავლას. დისტანციურად? - მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. აუდიტორიებში? - მათ ამის შესაძლებლობაც აქვთ. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა, როდესაც ვსაუბრობთ ვირუსთან თანაცხოვრების დაბალანსებულ მიდგომაზე. ყველამ უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ ვირუსი, განსაკუთრებით მეორე ტალღა, რომელიც აშკარად გრძელვადიანი იქნება ჩვენი სოციალური ქმედების სტილს შეცვლის, რაც უფრო სწრაფად შევიცვლით, მით უფრო ეფექტურად გავუმკლავდებით. რაც უფრო ადრე მიხვდება ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ პირბადე არის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა ვირუსის გადაცემიდან თავის დაცვის და შენი პასუხისმგებლობის სხვა მოქალაქეების წინაშე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოქალაქე გაიკეთებს. რაც მეტი მოქალაქე გაიკეთებს პირბადეს, ვირუსის გავრცელების სისწრაფე შემცირდება. მარტივ რაღაცას ვამბობ - გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავიბანოთ ხელი, გავუფრთხილდეთ მოხუცებს, ხანდაზმულებს, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები. სიცხის შემთხვევაში, არ მივიდეთ სამსახურში. ჩვენი შვილები, თუ ვხედავთ რომ მათ რაიმე სიმპტომი ან სიცხე აქვთ არ გავუშვათ სკოლაში, არ გავუშვათ საბავშვო ბაღში და ამ დიდ წვეულებებს დავანებოთ თავი რაღაც პერიოდით, იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ახლობლების, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ და ყველამ ერთად შევინარჩუნოთ შესაძლებლობა სწრაფი ეკონომიკური აღდგენის. გრძელვადიანი პროცესია ეს, მეგობრებო. ამიტომ სტუდენტებს აქვთ სრული შესაძლებლობა და სრული უფლება იმისი, რომ იმ პროცესიდან გამომდინარე, მარტივ მაგალითს გეტყვით - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს თბილისსა და ბათუმში ერთია, თელავში მეორეა, როგორ შეიძლება აქ იყოს ერთი და იგივე მიდგომა. ამიტომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელმაც უნდა შეცვალოს ჩვენი სოციალური ქმედების მოდელი არის ერთადერთი გამოსავალი ადაპტაციისა და ეს ადაპტაცია და დაბალანსებული მიდგომა არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სწრაფად დავასრულოთ ეს კრიზისი, მარტო საქართველომ არა, გლობალურად, მაგრამ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა უნდა იყოს ის, რომ დასრულებული კრიზისის პირობებში ჩვენ ყველაზე სწრაფად მოვახდინოთ ეკონომიკის აღდგენა, ეს არის ჩვენი მიზანი,“ - განაცხადა პრემიერმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up