რა თქმა უნდა მეც მინდა, რომ ჩემი ეკონომიკა იყოს ისეთი ძლიერი 200 ლარი კი არა ყველაზე მეტი მივცე, მაგრამ დღეს უპასუხისმგებლობაა ის დაპირებები, რომ 50% ხელფასების ხალხს ავუნაზღაუროთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
„ეს არის უბრალოდ უპასუხისმგებლობა. ეს არის საარჩევნო კამპანია. მე ამის შესაძლებლობა არ მაქვს სამწუხაროდ“, - განაცხადა პრემიერმა.
imedinews.ge