გიორგი გახარია - მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების

გიორგი გახარია - მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომლის მიზანი არის ზრუნვა და შრომა ადამიანებისთვის

access_time2020-10-30 22:34:51

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მთავარია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ესმოდეს და გრძნობდეს თავისი ხალხის ტკივილსაც და სიხარულსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ ღონიძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდის თითოეულ წევრს, რომლებიც ყოველდღიურად შრომობდნენ ბოლო სამი თვის განმავლობაში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ის გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და რომლის ძირითადი მიზანი არის ზრუნვა და შრომა ადამიანებისთვის.

„ჩემო ძვირფასებო! ბოლო სამი თვის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდმა მოიარა ჩვენი ქვეყნის, საქართველოს თითოეული ქალაქი, დაბა, სოფელი. ჩვენ ვესაუბრეთ უამრავ ჩვენს მოქალაქეს. სხვადასხვა ასაკის, ჩვენს უფროს თაობას და ახალგაზრდებს. სხვადასხვა რელიგიური მრწამსის და ფასეულობების ადამიანებს და ყველაზე მთავარი აქ იყო ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მთავარია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ესმოდეს და გრძნობდეს თავისი ხალხის ტკივილსაც და სიხარულსაც.

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდის თითოეულ წევრს. საარჩევნო შტაბის თითოეულ წევრს. იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ყოველდღიურად შრომობდნენ ამ სამი თვის განმავლობაში. ეს არის ის გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომლის ძირითადი მიზანი არის ზრუნვა და შრომა ადამიანებისთვის. ყველას კარგად ნდა ახსოვდეს და იცოდეს, რომ ამ გუნდის ძირითადი ხელწერაა შრომა, კიდევ ერთხელ შრომა და არასოდეს არავისგან არ მოგვითხოვია მადლობა და არც დავლოდებივართ მადლობას, რამეთუ გვესმის და ეს გვასწავლა ბატონმა ბიძინამ, რომ შენი ქვეყნის და ხალხის მსახურება ყველაზე დიდი ღირსება და შესაძლებლობაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში შეძლეს, ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია.


„ჩვენ ყველამ ერთად, ქართულმა საზოგადოებამ, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში ვაწარმოეთ საარჩევნო კამპანია. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს 2012 წლის შემდგომ, ეს არის ის მიღწევა, რომელიც უნდა დავიცვათ და ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხვალ, სულ რამდენიმე საათში გააკეთებს თავის არჩევანს, გააკეთებს არჩევანს თავისუფლების, ღირსების, დემოკრატიის და რაც მთავარია, საქართველოს დასავლური ორიენტაციის და განვითარების მიმართ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართულ საზოგადოებას პანდემიის პირობებშიც შეუძლია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არჩევნები ჩაატაროს.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენ პანდემიის პირობებშიც შეგვიძლია და უნდა ჩავატაროთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არჩევნები. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ უზარმაზარი გამოწვევების პირობებში, როდესაც აბსოლუტურად არაორდინალურ გარემოში, პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რო ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მაშინ, როდესაც უძლიერესი ქვეყნები და სახელმწიფოები ვერ უმკლავდებოდნენ პანდემიის პირველ ტალღას, მაშინ პატარა საქართველომ, თავის მოქალაქეებთან ერთად, შეძლეს სამაგალითოდ გამკლავებოდნენ პანდემიის პირველ ტალღას. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ იგივე ახლაც. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა - საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების, მოქალაქეების, ყველასი, გავუმკლავდეთ მეორე ტალღას ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ პირველი ტალღის პირობებში. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეს პირველ რიგში აღელვებს მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, მისი ოჯახის შემოსავალი, სამუშაო ადგილები. ეს არის მთავარი გამოწვევა და როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ ერთმანეთს, ვატაროთ პირბადე, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ხვალინდელი სწრაფი ეკონომიკური აღდგენისა და აღორძინების მიმართ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რამდენიმე საათში გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ერთად დავამარცხებთ პანდემიას, ერთად გავუმკლავდებით ეკონომიკურ კრიზისს, ერთად გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ადამიანის უფლებებზე ზრუნვას და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალ, რამდენიმე საათში გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს ბევრი წლით ჩვენი ქვეყნის, საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი სინდისის, ნამუსის წინაშე გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი შვილის მომავლის, მისი წარმატების და დემოკრატიული, ძლიერი, ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოსათვის! გამარჯვებას გისურვებთ, კიდევ ერთხელ!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up