გიორგი გახარია - მე, ჩემს მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში

გიორგი გახარია - მე, ჩემს მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში

access_time2020-06-13 13:18:27

მე, ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასდროს ვერ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ მე, 12 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში რაღაც შევიძინე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უპასუხა, როდესაც მისი ქონების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

გიორგი გახარიას განმარტებით, მის დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად მოყვანილი.

„თქვენ შეგიძლიათ ბევრი სპეკულაცია მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არაფერია. ვინმეს, რაიმე კონკრეტული ფაქტი თუ გაქვთ, მოიტანეთ რეალურად, ეს ყველაფერი არის ჭორაობა“, - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის გიორგი ციცქიშვილი, რომელიც პრემიერის ქონების ყიდვა- გაგაყიდვაში ფიგურირებს, გახარიამ აღნიშნა, რომ მას 2012 წლის შემდგ საქართველოში არაფერი შეუძენია.


„ოპოზიცია ბევრ რაღაცას ამბობს. რეალურად შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა, საერთოდ არაფერი შინაარსობრივი პოლიტიკური რომ არ არის, ახლა, ამ ყველაფერს მოსდევენ. მე, საქართველოში 2012 წლის შემდეგ არ შემიძენია არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება, ერთადერთი მაქანის გარდა, რომელიც შევუძინე ჩემს მეუღლეს. ერთი რამ მინდა გითხრათ, მე, ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაოდ ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვებული და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასდროს ვერ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ მე, 2012 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში რაღაც შევიძინე. ასევე ჩემმა მშობლება, მაგალითად, გაასხვისეს რაღაც უძრავი ქონება კახეთში. იქ, სხვა ადამიანი იყო შემძენი. აქ, ეს ადამიანი იყო შემძენი უბრალოდ, უხერხულია, როდესაც ადამიანებს რომლებიც... როცა იყიდი, მაშინ ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი მერე ის ხდება პრობლემა“, - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაამთხვევაა თუ არა, როდესაც ნახსენებია მისი ახლობლის სიძე, გახარია პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა, ეს დამთხვევაა და აქ, ამის უკან არაფერია“. „თუ არის სადმე, რამე კანონდარღვევაა, მოიტანეთ ფაქტები“, - აღნიშნა პრემიერმა.


IPN




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up