გიორგი გახარია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი გახარია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2017-03-29 15:58:40

მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და შეხვედრის ორგანიზატორები ესწრებოდნენ.

 

 


როგორც „კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში გაიმართა, გიორგი გახარიამ ბიზნესმენებს მეწარმეობის ხელშეწყობის ხედვა და ის გეგმები გააცნო, რომლის მიხედვით კიდევ უფრო მოქნილი გახდება ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორისთვის საჭირო და სრულყოფილი სერვისების მიწოდება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმებში ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ადგილობრივი, მცირე და საშუალო წარმოების ხელშეწყობა და განვითარებაა. ბიზნესის წარმომადგენლებმა მინისტრთან ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც, მთავრობის ხელშეწყობით, მათთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

 

 


„დღევანდელ შეხვედრას, ძირითადად, ესწრებოდნენ საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, რაც ჩვენთვის ძალზედ მნიშნელოვანია, რადგან სამუშაო ადგილების გენერირება სწორედ აქ ხდება და ბიზნესის მხარდამჭერი ძირითადი სახელმწიფო პროგრამები სწორედ ამ სეგმენტში მიმდინარეობს. ჩვენ ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე და მათ გავაცანით გეგმები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროში გვაქვს, მათ შორისაა თანამშრომლობის ის ფორმები,რომლებსაც ახლა ეკონომიკის სამინისტროში ვგეგმავთ, ასევე ის ცვლილებები, რომლებიც შეეხება ,,აწარმოე საქართველოში" პროგრამას და სხვა პროგრამებს, რითიც სახელმწიფო მხარს უჭერს ადგილობრივ წარმოებას" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 


გიორგი გახარიას თქმით, შეხვედრაზე ძირითადი მსჯელობის საგანი იყო ადგილობრივი წარმოება და ქართული პროდუქცია, რომელიც უნდა იყოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი. „ჩვენ გვაქვს ექსპორტის მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები და, რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ბიზნესთან, მათ შორის საშუალო ბიზნესთან პრინციპული ხასიათი აქვს, რადგან იმ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმებში, რომელთა ხელშეკრულებებსაც აქტიურად ვაწერთ ხელს, ადგილობრივი წარმოება და პროდუქტიიყოს მაქსიმალურად ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი" - აღნიშნა მინისტრმა.


 

 


„ძალიან კარგი შეხვედრა იყო მინისტრთან. რა თქმა უნდა, ბევრი რამ კეთდება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არის რაღაც გარკვეული საკითხები,რომელთა შესახებაც იყო შეხვედრაზე საუბარი. დაანონსდა,რომ ეკონომიკის სამინისტროსთან და მწარმოებელთა ფედერაციასთან ერთად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა ამ მნიშვნელოვან საკითხზე ერთობლივად იმუშავებს" - განაცხადა კომპანია „საქკაბელის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ედიშერ მამალაძემ.

 

 


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის შეფასებით, ეკონომიკის მინისტრის მიერ დაანონსებული სერვისების შექმნა-განვითარება ძალიან გამოადგებათ ბიზნესმენებს თავიანთი საქმიანობის შემდგომი დაგეგმარებისა და განვითარებისთვის. „ეკონომიკის მინისტრთან ჩვენ გაგრძელებთ სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც ეხება ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ,,აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალი კომპონენტების დამატებას და კომპანიების შემდგომ განვითარებას.განვიხილეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიც არის ადგილობრივი წარმოების განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ წარმოადგინა თავისი კონკრეტული ხედვები, რაც უახლოეს ვადებში განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ ის ნამდვილად ეფექტური მექანიზმი იქნება ექსპორტის ხელშეწყობისთვის" - აღნიშნა ელგუჯა მელაძემ.

 

 


ექსპორტის ხელშეწყობისა და ადგილობრივ ბაზარზე ქართული კომპანიების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამაც. მისი თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს ნებისმიერი პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირებას და ადვილად გადაწყვეტას. „დღესდღეობით უკვე შექმნილია კრიტიკული მასა ქართული კომპანიების, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებით, რომლებსაც შეუძლიათ სწორი ოპერირება და კონკურენტული პროდუქციის გამოშვება როგორც ქართულ ბაზარზე, აგრეთვე ექსპორტის მიზნით. შესაბამისად, მინისტრთან შეხვედრაზე სწორედ ამაზე იყო საუბარი" - განაცხადა ლევან სილაგავამ.

 

 


მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 

 




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up