გიორგი გახარია - მარტის თვეში PCR - ტესტს ქვეყანაში აკეთებდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია, დღეს ასეთი ლაბორატორია არის 22 და ნაცვლად 200 ტესტისა დღეში 9  000 ტესტი კეთდება

გიორგი გახარია - მარტის თვეში PCR - ტესტს ქვეყანაში აკეთებდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია, დღეს ასეთი ლაბორატორია არის 22 და ნაცვლად 200 ტესტისა დღეში 9 000 ტესტი კეთდება

access_time2020-09-24 11:07:07

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში მაშინ, როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო თებერვალ-მარტის თვეში, ჩვენ ვაკეთებდით 200 ტესტს, მარაგებიც კი არ გვქონდა. PCR-ტესტზეა საუბარი. დღეის მდგომარეობით სექტემბერში საქართველოს ჯანდაცვის სიტემა საშუალოდ დღეში აკეთებს 9 000 ტესტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსმსახური ავრცელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები, რომლებიც ვირუსის გამოვლენაში პირდაპირ მონაწილეობას იღებენ, ეფექტურად მუშაობს 112-ის სისტემა, რომელიც მოქალაქეების პირველივე ზარზე რეაგირებს და შემდგომ, პროტოკოლის მიხედვით მათ აგზავნის, ჩვენებების შესაბამისად.

„რას ნიშნავს სწრაფი გამოვლენა და გავრცელების შენელება? მაგალითად დღეის მდგომარეობით სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები, რომლებიც ამ გამოვლენაში პირდაპირ მონაწილეობას იღებენ, ეფექტურად მუშაობს 112-ის სისტემა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების პირველივე ზარზე რეაგირებს და შემდგომ, პროტოკოლის მიხედვით მათ აგზავნის, მათი ჩვენებების შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით, ეფექტურად მუშაობს სწრაფი კონტაქტების დადგენის სისტემა, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა უწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევაში სისტემა იწყებს მის ირგვლივ კონტაქტების სწრაფ გამოვლენას და რისკების დაზღვევას. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ეფექტურად მუშაობს საკარანტინე სისტემა და რაც მთავარია, ყველა ამ შედეგის, ამ ეტაპების შემდეგ ეფექტურად მუშაობს ტესტირება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში მაშინ, როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო თებერვალ-მარტის თვეში, ჩვენ ვაკეთებდით 200 ტესტს, მარაგებიც კი არ გვქონდა. PCR-ტესტზეა საუბარი. დღეის მდგომარეობით სექტემბერში საქართველოს ჯანდაცვის სიტემა საშუალოდ დღეში აკეთებს 9 000 ტესტს და რა თმა უნდა, დრო იყო საჭირო, რომ მოვმზადებულიყავით და ამას სჭირდებოდა, როგორც რესურსები ასევე ადამიანების გადამზადება. გარდა ამისა მარტის თვეში PCR- ტესტს ქვეყანაში აკეთებდა მხოლოდ ერთი - ლუგარის ლაბორატორია დღეს ასეთი ლაბორატორია არის 22", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



თეგები:
კოვიდ 19



„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს
access_time2020-10-28 20:00:37
გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.   15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...


მსგავსი სიახლეები

up