გიორგი გახარია - „ლოქდაუნით“ ადამიანების ჯანმრთელობა გადავარჩინეთ პირველი ტალღის დროს

გიორგი გახარია - „ლოქდაუნით“ ადამიანების ჯანმრთელობა გადავარჩინეთ პირველი ტალღის დროს

access_time2020-10-19 15:39:00

რაც შეეხება ანტირეკორდებს, ინფიცირების რაოდენობის ზრდას - პირველი დღიდან ვამბობდით, რომ იქნება მეორე ტალღა და იქნება ინფიცირების რაოდენობის ზრდა, ამას ვამბობდით, მე ვამბობდი თქვენთან ერთად ყოველ დღე და ეს იყო აბსოლუტურად გასაგები პირველი დღიდან - ეს ერთი და მეორე - რატომ მოხდა ასეთი ზრდა, მოხდა იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ როდესაც ვნახეთ, რომ ელემენტარულად, ჯანდაცვის სისტემა, საზოგადოება ბევრად უფრო მეტად მზად არის ვიდრე პირველი ეტაპის დროს, აი თუნდაც ახლა, თქვენ ყველანი ხართ პირბადეებში, პირველი ტალღის დროს პირბადე იყო ჩვეულებრივი დეფიციტი და ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ეს პირბადე შეეძინათ. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინ მძიმე „ლოქდაუნი“ უნდა გამოგვეცხადებინა იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა გადაგვერჩინა, მათ უბრალოდ არჩევანი არ ჰქონდათ, სამწუხაროდ. ეს არ ხდებოდა მარტო საქართველოში, ეს ხდებოდა მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერის თქმითვე, ის, რაც შესაძლებელი იყო 6 თვის განმავლობაში, ყველაფერი გაკეთებულია და დღეს მთავრობას აქვს შესაძლებლობა, მისცეს მოქალაქეებს საშუალება, რომ სამუშაო ადგილების შენარჩუნების გზით და ეკონომიკურად სწრაფი აღდგენის მიზნით გაზრდილი რაოდენობა მართოს.




მთავრობის მეთაურის განცხადებით, მთავრობის წარმატება იქნება ინფიცირებულების გაზრდილი რაოდენობის მართვა „ლოქდაუნის“ და მძიმე შეზღუდვების დაწესების გარეშე.



„პირბადე იყო საერთოდ, გლობალური დეფიციტი, ისევე როგორც ტესტირების საშუალება იყო უკიდურესად შეზღუდული, სასუნთქი აპარატების რაოდენობა იყო ქვეყანაში უკიდურესად შეზღუდული, სარეანიმაციო საწოლი ადგილების რაოდენობა იყო უკიდურესად შეზღუდული. ეს ყველაფერი უკვე ამ 6 თვის განმავლობაში შედარებით გამოსწორდა და დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ გავუნადგუროთ მომავალი და მივცეთ შესაძლებლობა, რომ სამუშაო ადგილების შენარჩუნების გზით და ეკონომიკურად სწრაფი აღდგენის მიზნით ეს გაზრდილი რაოდენობა ვმართოთ. მინდა, რომ ეს ძალიან კარგად გაიგოთ - მაშინ, პირველი ტალღის დროს, ჩვენი ეფექტურობა იყო, როდესაც ჩვენი რესურსი სწორად შევაფასეთ, ჩვენი ეფექტურობა მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ სწრაფად და ეფექტურად დავაგდებდით მობილობას იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება გეოგრაფიულად და დროში შეგვეზღუდა მაქსიმალურად, რაც გავაკეთეთ. დღეს ჩვენი წარმატება იქნება მაშინ, როდესაც ინფიცირებულების გაზრდილ რაოდენობას ვმართავთ ისე, რომ საბოლოოდ არ მოგვიწევს ეკონომიკის ჩაკეტვა, „ლოქდაუნის გამოცხადება, მოქალაქეებისთვის საგანგებო მდგომარეობის, მძიმე შეზღუდვების დაწესება ისევ, ისეთ პირობებში, როდესაც ეკონომიკურ აღდგენაზე მოგვიწევს ბევრად უფრო მეტი დროის დახარჯვა. სხვაობას ხომ ხედავთ - მაშინ ეს იყო მიზანი, რაც ჩვენ გავაკეთეთ. დღეს მიზანი და სწორი მენეჯმენტი, სწორი ანტიკრიზისული მენეჯმენტი დღეს იქნება - როდესაც გაზრდილი ინფიცირების რაოდენობის პირობებშიც ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის მართვას ისე, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მაჩვენებლები როგორიცაა სიკვდილიანობა, როგორიცაა გადაცემის სიჩქარე და კიდევ სხვა ბევრი პარამეტრი შევინარჩუნოთ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით კარგ და ნორმალურ დონეზე და ამის შესაძლებლობა ჩვენ დღეს გვაქვს, რასაც ვაკეთებთ. ის, რაც შესაძლებელი იყო 6 თვის განმავლობაში, ეს ყველაფერი გაკეთებულია,“- განაცხადა პრემიერმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up