გიორგი გახარია ლევან კობერიძეს მიმართავს - გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ, კეკლუცობის გამო არ გაგვიკეთებია, კეკლუცობის გამო თქვენ სვამთ აქ უშინაარსო შეკითხვებს

გიორგი გახარია ლევან კობერიძეს მიმართავს - გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ, კეკლუცობის გამო არ გაგვიკეთებია, კეკლუცობის გამო თქვენ სვამთ აქ უშინაარსო შეკითხვებს

access_time2020-05-27 20:00:42

გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ, კეკლუცობის გამო არ გაგვიკეთებია, კეკლუცობის გამო თქვენ სვამთ აქ უშინაარსო შეკითხვებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატ ლევან კობერიძის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. კობერიძე დაინტერესდა, ეპიდემიოლოგიური პროგნოზი შეთანხმებულია თუ არა ყველა სამინისტროსთან და როცა პრემიერი ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, რატომ საუბრობს ჯანდაცვის სამინიტროს წარმომადგენელი დაავადების საშიში მეორე ტალღის შესახებ.

 

„მე და ქალბატონი ეკა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ერთად. ჯანდაცვის სამინისტრო არის ამ პროცესში სრულად ჩართული. სხვანაირად, უბრალოდ, შეუძლებელია. აგერ, გითხარით, რომ სეროპრევალენტური კვლევა რომ ჩავატარეთ, ეს იყო ძირითადი, რის გამოც ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ. კეკლუცობის გამო მე ეს არ გამიკეთებია. კეკლუცობის გამო თქვენ შეკითხვებს სვამთ აქ, უშინაარსოს, რომლის უკანაც საერთოდ არაფერი არ არის. პირადად თქვენ გეუბნებით ამას“, – მიმართა ლევან კობერიძეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.



1tv.ge




ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში
access_time2021-07-30 15:00:52
თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს. ამ თანხაში შედის საცხოვრებელი არეალის - სადარბაზოებისა და ეზოების, გამწვანების, ლიფტის, საცურაო აუზების, სასეირნო და სარბენი ბილიკების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი. ამ პროცესს დეველოპერი დაქირავებული კომპანიების საშუალებით უზრუნველყოფს ან ასეთ ფირმებს თავად  ამხანაგობები ქირაობენ. მომსახურების...


მსგავსი სიახლეები

up