გიორგი გახარია ჟურნალისტს - კავშირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას არჩევნებთან არ აქვს

გიორგი გახარია ჟურნალისტს - კავშირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას არჩევნებთან არ აქვს

access_time2020-10-21 18:00:00

რა თქმა უნდა, ამას აქვს კავშირი ქვეყნის აღმშენებლობასთან, პოზიტიურ დღის წესრიგთან, ქვეყნის მომავალზე ზრუნვასთან, რა თქმა უნდა კავშირი აქვს ამ ყველაფერს, არა უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის მომავალზე ზრუნვას და აღმშენებლობას არჩევნებთან, აქვს პირდაპირი კავშირი, ესეც გასაგებია, მაგრამ თარიღებით როცა მანიპულირებთ, უნდა იცოდეთ, რომ 15 სექტემბერს იწყება ქვეყანაში საგანმანათლებლო პროცესი და კოვიდიც გლობალური გამოწვევაა, მარტო საქართველოს და ჩვენ არ მოგვიგონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნასა და არჩევნებს შორის კავშირს შეეხებოდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არის ინსინუაცია.

„დამისახელეთ საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც 4 წელიწადში აშენდა ნულიდან. აქ იცით რა იყო? მე აქ ნამყოფი ვარ, აქ იყო ჭაობი. დამისახელეთ ერთი საერთაშორისო უნივერსიტეტი, მსგავსი დონის, რომელიც 4 წელში აშენდა და შემდეგ შეიძლება დაგეთანხმოთ, ეს ერთი. მეორე - როდესაც ამბობთ, რომ საარჩევნო თემაა, ეს უნივერსიტეტი უნდა გახსნილიყო და დაეწყო მუშაობა 15 სექტემბერს და აქ რომ ამბობთ კამპუსები ბოლომდე არ არის დასრულებულიო, 250 სტუდენტი უკვე მიღებულია, მათ ხომ უნდა ისწავლონ და მათთვის წარმოგიდგენიათ ეს რამხელა დღესასწაულია? რასაც თქვენ ამბობთ ეს ყველაფერი არის ინსინუაციები, არანაირი კავშირი ამას არჩევნებთან, დღევანდელ არჩევნებთან არ აქვს. რა თქმა უნდა, ამას აქვს კავშირი ქვეყნის აღმშენებლობასთან, პოზიტიურ დღის წესრიგთან, ქვეყნის მომავალზე ზრუნვასთან, რა თქმა უნდა კავშირი აქვს ამ ყველაფერს, არა უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის მომავალზე ზრუნვას და აღმშენებლობას არჩევნებთან აქვს პირდაპირი კავშირი, ესეც გასაგებია, მაგრამ თარიღებით როცა მანიპულირებთ, უნდა იცოდეთ, რომ 15 სექტემბერს იწყება ქვეყანაში საგანმანათლებლო პროცესი და კოვიდიც გლობალური გამოწვევაა, მარტო საქართველოს და ჩვენ არ მოგვიგონია,“ - განაცხადა პრემიერმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up