გიორგი გახარია - ისტორიას, ბუნებას, გეოგრაფიას, სამზარეულოს, ღვინოს, რითაც გავაცანით მსოფლიოს საქართველო, უნდა დავუმატოთ, რომ სხვებთან შედარებით, ეფექტურად ვმართავთ ინფექციას

გიორგი გახარია - ისტორიას, ბუნებას, გეოგრაფიას, სამზარეულოს, ღვინოს, რითაც გავაცანით მსოფლიოს საქართველო, უნდა დავუმატოთ, რომ სხვებთან შედარებით, ეფექტურად ვმართავთ ინფექციას

access_time2020-06-05 19:00:00

უნდა ვიმუშაოთ ბევრი, რომ სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს კრიზისი საქართველომ უნდა გამოიყენოს, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით გამარჯვების და წარმატების შესაძლებლობა ქვეყნისთვის.

 


„უნდა გვახსოვდეს ვირუსი და აქეთ ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ დავიზღვიოთ, პირველ რიგში, ჩვენი თავი, თანამოქალაქეები, ჩვენი ხანდაზმულები და რა თქმა უნდა, სტუმრები. არ არის ეს ხმამაღალი სიტყვები. საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი, ყველას ერთად ძალისხმევის შედეგად, ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა მსოფლიოში. ყველამ იცის უკვე საქართველო, როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა. საქართველოს მიმართულებით უკვე დიდი ნაკადებია ტურისტული. ეს ყველაფერი, რაც აქამდე გვქონდა, რაზეც ავაგეთ ჩვენი რეკლამა, რითაც გავაცანით მსოფლიოს საქართველო, ისტორია, ბუნება, გეოგრაფია, სამზარეულო, ღვინო, ამას ყველაფერს უნდა დავუმატოთ, რომ ჩვენ, სხვებთან შედარებით, ეფექტურად ვმართავთ ინფექციას. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ბრენდი საქართველოსი, ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს იმით, რომ ეს ხალხი კოვიდსაც არ შეუშინდა, იმასაც ეფექტურად მართავენ და კოვიდისგან სუფთა ქვეყანაა. ეს შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ერთად. კონკრეტულად თქვენ რაც გეხებათ არის შემოწმებები, რომ სასტუმროები მაქსიმალურად გაიხსნას. ეს ჯაჭვი ერთმანეთს უკავშირდება – გახსნილი სასტუმრო თუ არის და თუ აკმაყოფილებს ნორმებს, მეტი ტურისტი მოდის, რესტორნებს მეტი სამუშაო აქვთ, სოფლის მეურნეობაში გლეხს მეტი სამუშაო აქვს იმიტომ, რომ მეტი კიტრი და პომიდორი და ყველაფერი იყიდება. ტურიზმი, შიდა იქნება თუ უცხოური, აგენერირებს მოთხოვნას. ამ მოთხოვნას მერე ყველა ერთად ვაკმაყოფილებთ, გლეხიდან დაწყებული, სასტუმროებით და მფლობელებით დამთავრებული. ამიტომ ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up