გიორგი გახარია - ის პროგრამები, რომლებიც იყო ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების, ასევე სოციალურად დაუცველთა და დევნილების დახმარების მიზნებით გამსჭვალული, კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება

გიორგი გახარია - ის პროგრამები, რომლებიც იყო ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების, ასევე სოციალურად დაუცველთა და დევნილების დახმარების მიზნებით გამსჭვალული, კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება

access_time2020-12-23 12:01:00

ის პროგრამები, რომლებიც იყო ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების, ასევე სოციალურად დაუცველთა და დევნილების დახმარების მიზნებით გამსჭვალული, კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებსა და ეპოქაში, განსაკუთრებული სფეროები არსებობს ქვეყნის ცხოვრებაში, რომლებიც გადმოდიან წინა პლანზე და ბოლო წლის განმავლობაში ეს იყო ჯანდაცვის სისტემა, რომლის რეფორმირებაც უნდა გაგრძელდეს ზუსტად იგივე სისტემური მიდგომის ჭრილში, როგორიც იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში.

„მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებსა და ეპოქაში, განსაკუთრებული სფეროები არსებობს ქვეყნის ცხოვრებაში, რომლებიც გადმოდიან წინა პლანზე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეს იყო ჯანდაცვის სისტემა, რომლის რეფორმირებაც გასაგრძელებელია ზუსტად იგივე სისტემური მიდგომის ჭრილში, როგორიც იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში. იყო გარკვეული შედეგები თვალსაჩინო, ყველასთვის ცნობილი მიღწევები, რა თქმა უნდა, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, თუმცა შემდგომი გამოწვევა, რომელზეც სამინისტრო დღეს მუშაობს, პირველ რიგში, ეს არის პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით სისტემის შემდგომი რეფორმირება და, რა თქმა უნდა, ჯიბიდან გადასახდელების შემცირება, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისათვის არის უკიდურესად დიდი პრობლემა. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რომ გლობალურმა პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით სახელმწიფოს სოციალური პროგრამები. აქ ჩვენ გვქონდა დაწყებული ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა მიზნობრიობის ხარისხის გაზრდას, თითოეული ჩვენი შეჭირვებული მოქალაქის, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, მათი იდენტიფიცირების პროცესში კონკრეტული რეფორმების ჩატარება, კონკრეტული გაუმჯობესება, რომლის მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობდით და ახლა ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რჩება და ხდება, რამეთუ ჩვენი თითოეული სოციალურად დაუცველის, ხანდაზმულისა თუ დევნილის იდენტიფიცირება და სწრაფი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს. ამიტომ ის პროგრამები, რომლებიც იყო ასაკოვანი მოქალაქეების, ასევე სოციალურად დაუცველთა და ჩვენი დევნილების დახმარების მიზნებით გამსჭვალული, პროგრამები რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება,“- აღნიშნა პრემიერმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up