გიორგი გახარია - „ღვინო ჩვენი იდენტობის ნაწილიცაა და ყველანაირი კომპრომისი მის ხარისხთან დაკავშირებით მიუღებელია

გიორგი გახარია - „ღვინო ჩვენი იდენტობის ნაწილიცაა და ყველანაირი კომპრომისი მის ხარისხთან დაკავშირებით მიუღებელია"

access_time2019-10-10 16:50:10


ღვინო არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის ნაწილი, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილიცაა და ხარისხიანი ღვინო არის ის, რა მიზანსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მეღვინეებთან და მევენახეებთან შეხვედრისას განაცხადა.



როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხარისხთან დაკავშირებით ყველანაირი კომპრომისი მიუღებელია.


„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი და რეპუტაცია იწყება იმ გლეხის შრომიდან, რომელსაც მოჰყავს ყურძენი, ამიტომ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ჯაჭვში - მიწიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე ძალზედ მნიშვნელოვანია რეგულირებები და თამაშის წესები. რა თქმა უნდა, ამ ხალხს სერიოზულ წვლილი შეაქვს ქვეყნის ექსპორტში. ღვინო არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის ნაწილი, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილიცაა და ხარისხიანი ღვინო არის ის, რა მიზანსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ. ყველანაირი კომპრომისი ხარისხთან დაკავშირებით მიუღებელია. ეს არის ის შეთანხმებები, რომელსაც მივაღწიეთ. ამ თამაშის წესებზე ჩვენ თითქმის შევთანხმდით თუმცა, არის გარკვეული ჩავარდნები ინსტრუმენტებში, როგორ შეიძლება ამის გაკეთება,- განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერმა ასევე აღნიშნა, დღეს მთავრობის სხდომაზე გასულის ერთ-ერთი საკითხის შესახებ, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იზოტოპური ლაბორატორიის ინსტრუმენტების შეძენას. მისი თქმით, ეს იძლევა ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას.


„საინტერესო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ბევრ მიმდინარე თემებზე - ლაბორატორიების პრობლემაზე, ჰიბრიდული ჯიშების პრობლემაზე, თუ როგორ დავეხმაროთ გლეხებს, რომ ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ. წელს მაგალითად რთველის განმავლობაში სახელმწიფოს საკმაოდ სერიოზული ჩართვა და ჩარევა მოუწია, რაც გამოსასწორებელია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიზნეს სექტორთან შეხვედრები გაგრძელდება და შემდეგი შეხვედრა უახლოეს პერიოდში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება.






თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში

თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში
access_time2019-10-18 11:00:52
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში. შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები გვხვდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში. ჩვენ ყურადღება...

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...


მსგავსი სიახლეები

up