გიორგი გახარია - „საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ადამიანი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება“

გიორგი გახარია - „საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ადამიანი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება“

access_time2020-10-21 17:30:00

საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ადამიანი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება, ესენი არიან პირველ რიგში, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები და ისინი, ვისაც სწრაფად უმძიმდება ვირუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერ-მინისტრმა განმარტა კლინიკური მართვის ახალი სისტემა და აღნიშნა, რომ მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები, სადაც ამის სოციალური შესაძლებლობაა, უნდა გადიოდნენ მკურნალობას ბინაზე, ხოლო სადაც იზოლირების პრობლემაა, ამისთვის გაკეთდა კოვიდ-სასტუმროები.



„ჩვენ როდესაც ვთქვით, რომ კლინიკური მართვის ახალ ეტაპზე გადავდივართ ეს კლინიკური მართვის ახალი ეტაპი ჯერ კიდევ მომზადებული იყო ზაფხულში და ეს ნიშნავს იმას, მაგალითად, რომ დღეს საქართველოში აქტიური კორონავირუსის მართვის ქეისი არის 12 000. ერთდროულად ინფიცირებული 12 000 ადამიანი. მე არ ვეხები იმ ადამიანებს, რომლებიც არიან თვითიზოლაციაში და არიან რისკის შემცველები. დაახლოებით 3500 გადის სტაციონარულ მკურნალობას, დაახლოებით 1800 არის კოვიდ-სასტუმროში და დაახლოებით 6500 არის თვითიზოლაციაში ბინაზე მკურნალობის. ეს არის ახალი კლინიკური მოდელი. მთელს მსოფლიოში, ყველგან, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მსუბუქი და უსიმპტომო ფორმები იმართება სახლიდან. იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ, სახლში მკურნალობასა და საავადმყოფოში მკურნალობას შორის გავაჩინეთ ბუფერი, რასაც ვეძახით კოვიდ-სასტუმროს. ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა, სახლში , იზოლირებულად მკურნალობა გაიაროს. ის მსუბუქი, საშუალო ან უსიმპტომოა, მაგრამ იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეთია, რომ რამდენიმე თაობა ვცხოვრობთ ერთად. ჩვენ ჩავთვალეთ, იმისთვის, რომ ჩვენი ხანდაზმული მოხუცები არ დავაყენოთ ინფიცირების რისკის ქვეშ, ვისაც ამის სურვილი ექნება და არ აქვს შესაძლებლობა, იზოლირებულად ბინაზე იმკურნალოს, გავიყვანოთ კოვიდ-სასტუმროში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვუმკურნალოთ. საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ადამიანი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება. საავადმყოფოში მკურნალობა უნდა გაიარონ ფეხმძიმე ქალბატონებმა, ხანდაზმულებმა, ქრონიკული დაავადების მატარებლებმა და ა.შ. არ შეიძლება, ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, წამოგორდეს ინფექციური საავადმყოფოს პალატაში. ეს უპასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენივე თანამოქალაქეს, ვისაც ეს უფრო სჭირდება, იმის ადგილს ვიკავებთ ისე, რომ ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




მთავრობის მეთაურის თქმით, სწრაფი ზეწოლის იყო გარკვეული ხარვეზები ქოლ ცენტრების მუშაობაში.



„დღეს საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და შესაბამისი ორგანოები, 37 000 ქეისს მართავენ. ვგულისხმობ ქოლ ცენტრებს, ეპიდემიოლოგებს. ეს არის ინფიცირებული ადამიანები, რომლებიც განაწილებულები არიან სტაციონარში, ბინაზე მკურნალობაში და კოვიდ-სასტუმროებში და ახლო კავშირები, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან როგორც სახლში, ასევე კარანტინში. ეს არის 37 000 ადამიანი დღეის მდგომარეობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ასეთი ადამიანის იდენტიფიცირებას, შემდგომ კავშირების დადგენას და მის შემდგომ ლოგისტიკას სჭირდება უზარმაზარი პროცედურები. ეს მთელი პროცესია, რომელშიც არა ერთი და ორი ადამიანია ჩართული და არა ერთი და ორი სამინისტრო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



მთავრობის მეთაურის თქმით, ინფიცირების ტემპი იზრდება, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, მთავარია ის, რომ ხელისუფლებამ პროცესის მართვა შეძლოს, რასაც აკეთებს კიდეც.



„დღეს ყველანი ვდგევართ მეორე ტალღის ფაქტის წინაშე, რომელსაც ჩვენ ვამბობდით. მე ვამბობდი პირადად, რომ მეორე ტალღა აუცილებლად იქნება შემოდგომაზე. ჩვენ რასაც ვუყურებთ ჩვენს სამეზობლოში, ევროპაში, ფართოდ რეგიონში, ინფიცირების რაოდენობის სერიოზული ზრდაა. ინფექციის გადაცემის ტემპი იზრდება, მოგეხსენებათ, მოგეხსენებათ, რომ მსოფლოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 მილიონს გადააჭარბა. გუშინ იყო 380 000 ინფიცირების შემთხვევა, საქართველოში გვქონდა 1300-ზე მეტი, ახალი რეკორდი დავამყარეთ. ზრდა ასე სწრაფად ვერ შეჩერდება, ეს ზრდა გაგრძელდება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და რა თქმა უნდა, საქართველოშიც ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროცესი ვმართოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up