გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალობა და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალობა და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას

access_time2019-12-07 15:53:28

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, - პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიულ შენობაში განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად დაათვალიერა.



ფოთის აკადემია საწყის ეტაპზე იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელი, რომელიც ყველა საერთაშორისო მოთხოვნას უპასუხებს.
1000-მდე სტუდენტზე გათვლილ სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის სასწავლებელი, გარდა იმისა, რომ რეგიონის ლოგისტიკურ ინტერესებს მოემსახურება, შექმნის მეთევზე მეზღვაურთა, ასევე მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობებს.



ფოთის საზღვაო აკადემიის პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარია და მას საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს.




პროექტის მნიშვნელობაზე პრემიერ-მინისტრი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ესაუბრა.



„ჩვენ მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ფოთში გავხსნათ აკადემიის ფილიალი. ეს მართლაც მისალოცი სიახლეა. პირველ რიგში ფოთელებისთვის, ფოთისთვის. დასაწყისში, ეს იქნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც განთავსდება ისტორიულ შენობაში. ეს შენობა, დღეს სამწუხაროდ შელახულ მდგომარეობაშია, მაგრამ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი და ეს შენობა აღდგება. ეს დღესაც არის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი. ერთ წელიწადში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სარემონტო სამუშაოები დასრულდეს და ბათუმის საზღვაო აკადემიას, ფოთში ექნება ფილიალი. ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ახალგაზრდას მისცემს საშუალებას, რომ მიიღოს მაღალი დონის, მაღალანაზღაურებადი და რაც მთავარია, საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა. ჩვენი ქვეყნის და ეკონომიკის ყველაზე დიდი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები. მთავრობის ძირითადი ამოცანა არის ხელი შეუწყოს ადამიანებს, ეკონომიკას, ბიზნესს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ გამოვასწოროთ ის დისბალანსი, რომელიც გვაქვს - ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები უშვებენ მათ შორის, ისეთ სპეციალისტებს, რომლებიც შემდგომ ბაზარზე მოთხოვნადი არ არიან.



ამისთვის საზღვაო აკადემია არის ყველაზე წარმატებული მაგალითი. თქვენთვის სამსახურის დაწყება პრობლემა არ არის, თან მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში არის სხვადასხვა სპეციალობის 11 ათასამდე მეზღვაური და მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 50 პროცენტზე მეტი დღეს საზღვარგარეთ მუშაობს და გარდა ამისა, თავისი შრომით ეხმარება თავიანთ ოჯახებს და ქვეყანას. ამიტომ, მაინც მინდა, ჩვენი დღევანდელი სპონტანური შეხვედრის ძირითადი თემა იყოს ფოთი, მინდა მივულოცო ამ აკადემიას, თქვენ, სამეგრელოს რეგიონს მივულოცო და იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალობა და ასე ემსახურონ თავიანთ ქვეყანას.



ფოთის ფილიალი უნდა იყოს უფრო მაღალი დონის პროფესიულ ნაწილში, რამეთუ ახალია. არ ვსაუბრობთ უმაღლეს განათლებაზე. რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების კომპონენტი ბათუმის აკადემიაში არის ისტორიული, ტრადიციული და ეს გაგრძელდება, თუმცა პროფესიული ნაწილის წამყვანი ძალა უნდა გახდეს ფოთის ფილიალი. მე ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოება ქართველი სანაოსნო სპეციალისტების, მეზღვაურების, კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და თითოეულ ახალგაზრდას უნდა მივცეთ საშუალება, მიიღოს მაღალი კვალიფიციური განათლება. შეიძლება, თქვენ, როდესაც დაამთავრებთ, შემდეგ მასწავლებლებად მოგვევლინოთ. გისურვებთ წარმატებებს და იცოდეთ, რომ სწავლა-განათლება, ეს არის საამაყო მსახურება პირველ რიგში ქვეყნისთვის და თქვენი ოჯახებისთვის , - განაცხადა გიორგი გახარიამ.



მთავრობის მეთაურმა ასევე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე განყოფილების ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 500 000 ლარით დააფინანსა. სამანქანე განყოფილების ლაბორატორიის შენობა განახლდა, აღიჭურვა შესაბამისი დანადგარებით და შესაბამისობაში მოვიდა თანამედროვე გემების სამანქანო განყოფილებასთან. განახლდა ელექტროტექნიკის, პნევმატიკის, ჰიდრავლიკის და ელექტროავტომატიკის (FESTO) ლაბორატორიები. აკადემიის სტუდენტებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ.



ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პრემიერ-მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად იმყოფებოდა.







კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა
access_time2020-01-29 11:15:37
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29...

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ
access_time2020-01-29 10:00:53
2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ძალაშია შევიდა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები ეკატერინე ტიაკარაძის მიერ გატარებული რეფორმის ეფექტს უკვე კარგად ხედავენ - კლინიკებში რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, სამედიცინო პერსონალს კი უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა.თეთრ ხალათიანები სამედიცნო სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ფირქობენ და ამიტომ ისინი პაციენტების ნაცვლად ამჯერად დეპუტატებს...

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და  მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“
access_time2020-01-29 10:45:58
„თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ენერგეტიკის...

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...


მსგავსი სიახლეები

up