გიორგი გახარია - „ფეიკ ნიუსის

გიორგი გახარია - „ფეიკ ნიუსის", პროპაგანდისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების წინააღმდეგ ჩვენი ტაქტიკაა აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსპარენტულობა

access_time2020-06-29 22:00:29

სამწუხაროდ, სანამ აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, ძალიან სამწუხაროდ, საერთოდ მედია გარემო და მედია სივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური. მე, უბრალოდ, მინდა გთხოვოთ თქვენ, რომ ამის ნაწილი არ გახდეთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებაა, ესაა ის სივრცე, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალს ვქმნით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „ფეიკ ნიუსების" წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას შეეხებოდა.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტყუილს, მასზე აგებულ პროპაგანდასა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას სახელისუფლებო გუნდი გახსნილობის და ტრანსპარენტულობის ტაქტიკით ებრძვის.


 

 

„სქემა მუშაობს შემდეგნაირად: პირველი - ტყუილი, „ფეიკ ნიუსი", შემდეგ, ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა, ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და შემდგომ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. საბედნიეროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, სიცოცხლის ვადა, ასეთ „ფეიკ ნიუსს", პროპაგანდას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას აქვს ძალიან მოკლე, ხშირად ეს არის ერთი დღე, ზოგჯერ შესაძლოა იყოს რამდენიმე, 3-4 დღე. რა არის ახლა ჩვენი ტაქტიკა ამის წინააღმდეგ, მარტივად გეტყვით - აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსპარენტულობა. ახლა მე რომ ვდგავარ აქ და გიყვებით, ეს ამას ნიშნავს. ისე როგორც, მაგალითად ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვესაუბრებოდით კოვიდის ნაწილში. რეალური რისკი იყო. ჩვენ ჩვენი მოქალაქეები დავკარგეთ, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას ან მთავრობას ეს კრიზისი თავის ინტერესებში გამოეყენებინა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ღიად, ტრანსპარენტულად , მძიმეც რომ ყოფილიყო სიმართლე, ამ სიმართლეს ჩვენს მოქალაქეებს ვუყვებოდით და მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. დიდ ხანს ვისაუბრებ ამ თემაზე. ახლა, რატომ არ მუშაობს ეს ყველაფერი, ორი მიზეზია და ეს შეგიძლიათ თქვენს „ბოსსებსაც" გადასცეთ. პირველი - როცა ტყუილს ეფუძნება, დღეს, არა მარტო საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში, გლობალურადაც, ინფორმაცია უკვე ჩაკეტილი არ არის, ჰორიზონტალურად ვრცელდება. ინფორმაციის გავრცელების უამრავი წყარო არსებობს. ერთი ცალკეული აღებული ადამიანი არის უკვე მედია, პატარა, მაგრამ მედია. ამიტომ, ჩვენ ახლა ასეთი თითოეული ჩვენი მოქალაქის მედიასაშუალებად, სიმართლის გამავრცელებლად გარდაქმნას ყველანაირად შევუწყობთ ხელს, იცით რატომ? რომ „ფეიქ"-ს, პროპაგანდას და მანიპულირებას დავუპირისპირდეთ. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს,"- აღნიშნა პრემიერმა.





გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას
access_time2020-07-13 18:00:24
ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს. „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო. უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე...


მსგავსი სიახლეები

up