გიორგი გახარია - ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევები არ დავკარგოთ

გიორგი გახარია - ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევები არ დავკარგოთ

access_time2020-07-03 12:08:23

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსა და კიდევ 14 ქვეყანასთან შეუძლიათ საზღვრების გახსნა; აქ მთავარია ის, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული და ევროკავშირმა წევრ ქვეყნებზე გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსთვის საზღვრების გახსნა რისკის და საფრთხის შემცველი მათი სახელმწიფოებისთვის არ იქნება, - მშვენიერია, პირველი მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციის შემდგომ, ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ, შიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო სხვადასხვა გადაწყვეტილება, ზოგმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, ზოგმა - გარკვეული პირობებით და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.



„რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევა, რომელიც დღეს გვაქვს, არ უნდა დავკარგოთ და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც. ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოვალეობაა, ვიზრუნო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. შემდგომ, ის აღიარება, რომელიც მივიღეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გონივრულად უნდა გადავთარგმნოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ მიღწევებში. ამიტომ, ვსაუბრობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები იყოს აღდგენილი, რასაც გონივრული მიდგომები სჭირდება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაზე და არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის სტუმრები იქნებიან ისინი - საქმიანი, სამედიცინო მიზნებისთვის ჩამოსული ხალხი, თუ სტუდენტები. იცოდეთ, რომ საქართველოში 20 ათასი უცხოელი სტუდენტი გვყავს, რომელიც სექტემბერში, სწავლის პროცესის განახლების შემდეგ, ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ. ამიტომ, მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა ეტაპობრივი, გონივრული, ნაბიჯ-ნაბიჯ, პირველ რიგში ორიენტირებული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე და რა თქმა უნდა, მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესსაც ხელი შეუწყოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




გიორგი გახარიას თქმით, ევროკავშირმა 15 უსაფრთხო ქვეყნის სია გააკეთა ერთი მნიშვნელოვანი დათქმით, რომ ყოველ ორ კვირაში ეს სია გადაიხედება.



„როგორ ფიქრობთ, ამ სიის გადახედვის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი რა იქნება?! - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up